სხვა იაპონელმა მამაკაცმა წელიწადში 100 000 $ იშოვა პორნო ვიდეოებიდან ცენზურის მოხსნით 2021, 25 ოქტომბერი, 12:11
პოლიციის ცნობით, მასაიუკი ნაკამოტომ გამოიყენა სპეციალური TecoGAN ტექნოლოგია. ხელოვნური ინტელექტი “დაბლურილ" კადრებზე სხვა პორნოვიდეოებიდანა მოჭრილ კადრებს სვამდა და ნამდვილად ასაღებდა. წლის განმავლობაში იაპონელემა გაყიდა 2561 ვიდეო ფაილი, რითაც წელიწადში 11 მილიონი იენი (96 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. 18 ოქტომბერს მასაიუკი ნაკამოტო კიოტოს პრეფექტურის პოლიციამ დააკავა. ახლა მამაკაცს ბრალად ედება პორნოგრაფიის უკანონო გავრცელება და საავტორო უფლებების დარღვევა. როგორც აღინიშნა, ნაკამოტომ საკუთარ ვებგვერდზე პორნო მსახიობების თამამი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა. 685 შეფასება არ არის
|