რუსეთში რიაზანის ოლქში ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი შეეწირა, აფეთქება დენთის კონვეიერზე მოხდა
რუსეთში რიაზანის ოლქის შილოვსკის რაიონში ქარხანაში, სადაც აწარმოებენ დენთს და იმავდროულად მიმდინარეობს დაძველებული საბრძოლო მასალის უტილიზება, მოხდა ძლიერი აფეთქება.
გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა დენთის კონვეიერიდან ჩამოტვირთვის და მანქანის ძარაზე დალაგების პროცესი, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება.
კონვეიერთან მომუშავე მუშებმა დროულად შენიშნეს ხანძარი და გაქცევა სცადეს, მაგრამ აფეთქების ტალღას ვვერავინ გადაურჩა, კონვეიერთან მუშაობდა 17 ადამიანი .აფეთქების სიძლიერე და დარტყმითი ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზევე მოკლა 16 ადამიანი, ხოლო მეჩვიდმეტე მუშა კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო.
უნდა ითქვას რომ აღნიშნული აფეთქება პირველი არაა აღნიშნულ წარმოებაში, შარშან დაძველებული დენთის უტილიზებას 3 მუშა შეეწირა, აფეთქება მაშინ საქმიან ეზოსთან ახლოს მოხდა ღია საამქროში, რამაც სხვა მუშები გადაარჩინა, აფეთქების ტალღა ღია სივრცეში გაიფანტა და დამატებითი მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია.
წარმოებაში მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი, საქმე აღძრულია უსაფრთხოების დაცვის უგულებელყოფის მუხლით.