x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დადასტურდა?! არასოდეს დავწერ იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვარ"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან ბუსა ჟვანიას კავშირის შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ არის ამის შესახებ ის საჯაროდ არასდროს წერს.



დადასტურდა?!


საქმის მასალებით დგინდება, რომ ბუსა ჟვანია კვარაცხელიას მკვლელებს მფარველობდა. მისი მანქანით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში კაკულიას შვილებთან ! მკვლელობის მერე მას დაურეკეს პირველს ! პოლიციამ ჟვანიას სახლის მიმდებარე კამერების ჩანაწერები ამოიღო.


p.s. არასოდეს დავწერ იმას, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ!"- წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.


შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი, პლატფორმა "Feedc"-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან გარდაცვლილი ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას კავშირზე საუბრობდა და წერდა, რომ სამართალდამცველები მას მკვლელების შეფარებისთვის ეძებდნენ.


image


"ტვ პირ­ვე­ლის" ინფორმაციით ბუსა ჟვა­ნიას ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან, აკო ჭელიძესთან და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძესთან მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და. როგორც ირკვევა, სწორედ ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა დატოვა. საგულისხმოა ის დეტალიც, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე კა­ვი­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე სომ­ხეთ­ში, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­თან სწორედ ბუსა ჟვა­ნი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლით (თეთ­რი "ია­გუ­ა­რით") იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.


თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს, ხოლო მის გრშემო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თითქოს მიმალვაში იმყოფება, ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება.


ცნო­ბის­თვის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ და მის მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. 22 წლის ახალ­გაზ­რდა მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარ­და­იც­ვა­ლა.






0
1566
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1566