გარდაცვლილი პოლ უოკერის ქალიშვილი გათხოვდა, საკურთხეველთან კი ,,ფორსაჟი"-ს ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა მიაცილა
2021, 24 ოქტომბერი, 11:16
ცნობილი “ფორსაჟი"-ს გარდაცვლილი მსახიობის, პოლ უოკერის 22 წლის შვილი მიდოუ უოკერი ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში დაქორწინდა ასევე მსახიობ ლუი ტორნტონ ალანზე. საქორწილო ცერემონია დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა, თუმცა მის შესახებ პრესამ სულ რამდენიმე დღის წინ გაიგო. როგორც აღმოჩნდა, გოგონა საკურთხეველთან პოლ უოკერის კოლეგამ და მეგობარმა, ვინ დიზელმა მიაცილა.
“პანდემიამ იმოქმედა ჩვენს გეგმებზე. ლუის ოჯახმა დასწრება ვერ შეძლო. ბევრმა ახლო მეგობარმა, რომლებსაც ჩვენ ოჯახად მივიჩნევთ, ასევე ვერ შეძლეს მოსვლა მოგზაურობაზე შეზღუდვის გამო"- განაცხადა მიდოუმ ჟურნალ Vogue-ს ინტერვიუში. შეგახსენებთ, "ფორსაჟი"-ს ვარსკვლავი პოლ უოკერი 2013 წელს 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბედის ირონიით, პოპულარული მსახიობი მეგობართან ერთად ავარიაში მოხვდა, რასაც ორივეს სიცოცხლე ემსხვერპლა.