სხვა "ყურადღება! მანქანას იდიოტივით ვაჩერებ" 2012, 13 სექტემბერი, 18:04 ქართველი მძღოლების მიერ ფეხით მოსიარულეთათვის შექმნილი პრობლემები, რომლებსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ქუჩებში, უცხო არც უკრაინელებისთვის ყოფილა. მაშინ, როცა ჩვენთან ყველა ფეხით მოსიარულეა დამნაშავე და მის უფლებებს არავინ იცავს, კიევში უტიფარ მძღოლებთან ბრძოლის საკმაოდ საინტერესო ხერხი მოიგონეს. კერძოდ, თუკი მძღოლმა თავისი მანქანა ტროტუარზე, ან სხვა უხერხულ ადგილას გააჩერა, სპეციალურად მომზადებული ადამიანები წინა საქარე მინაზე უკრავენ პლაკატს, რომელზეც დიდი ასოებით წერია: "ყურადღება! მანქანას იდიოტივით ვაჩერებ". უცნობია მოქმედებს თუ არა ეს წარწერა მძღოლებზე და ეშველათ თუ არა რამე ფეხით მოსიარულეებს, მაგრამ ერთი რამ ცნობილია, პლაკატი მინაზე ისე ძლიერად მაგრდება, რომ მისი მოშორება ძალიან რთულია. საეჭვოა, ანალოგიურ ქმედებას რაიმე შედეგი მოჰყვეს საქართველოში, მაგრამ ცდა ალბათ მაინც ღირს 58 4-ს მოსწონს
|