x
image
თამილა გურაშვილი
"ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა უსარგებლოა ბირთვული დარტყმის წინააღმდეგ"- Forbes ექსპერტი
image
ჟურნალ Forbes- ის ექსპერტი დევიდ ექს მიიჩნევს, რომ ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ბირთვულ დარტყმას ჩინეთთან ან რუსეთთან ჰიპოთეტური კონფლიქტის შემთხვევაში. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თავდაცვა არასაკმარისია იმისთვის, რომ გაუძლოს წამყვანი ძალების სარაკეტო შეტევას.





”ამერიკული თავდაცვის სისტემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეაჩეროს სრულმასშტაბიანი ბირთვული დარტყმა, რომელშიც შედის ასობით ჩინური ბირთვული ბომბი ან, კიდევ უფრო უარესი, ათასობით რუსული.”-თქვა ექსმა გამოქვეყნებულ ანგარიშში.







ის ხაზს უსვამს, რომ ჩინეთს აქვს „ნაწილობრივი ორბიტალური დაბომბვის“ სისტემა, რაც ისედაც ელემენტარულ სარაკეტო თავდაცვის სისტემას უსარგებლო ხდის.




მიუხედავად ამისა, შეერთებულ შტატებს მაინც შეუძლია მოიგერიოს ბირთვული თავდასხმები ჩრდილოეთ კორეიდან ან ირანიდან ალასკაში, კალიფორნიასა და აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ანტისარაკეტო სისტემების წყალობით.







მანამდე ამერიკელმა ექსპერტმა დევიდ პაინმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აიცილოს კონფლიქტი ორ ფრონტზე, რუსეთთან და ჩინეთთან, რადგან, ასეთი დაპირისპირების ფორმატი გარდაუვალ დამარცხებას მოუტანს.



ყოფილი სამხედროს თქმით, მოსკოვი და პეკინი გაზრდის უპირატესობას როგორც ბირთვულ, ასევე სხვა იარაღში. ის ცალკე გამოყოფს ელექტრომაგნიტური პულსის და კიბერ იარაღს.






2021 წლის სექტემბერში ამერიკელმა სენატორმა კრისტოფერ მერფიმ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას კონცენტრირება მოახდინონ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის წინააღმდეგ ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის ფონზე.

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0