x
image
თამილა გურაშვილი
ნოდარ მოსულიშვილი: "მე ქონება წამართვეს, ღირსება ვერა, რადგან ხმამაღლა ვეუბნეოდი სათქმელს..."
image
ახი კალაძეს
მახსოვს ქონების წართმევა, რა დამავიწყებს როცა არაფერი დამიტოვეს. მახსოვს 2017 წლის სექტემბერში, თბილისის მერის აჩევნების წინ შეგხვდი, მოგიყევი, რომ სააკაშვილმა და ამჟამად შენმა მეგობარმა გიორგი რამიშვილმა (ზარალა) როგორ გამაკოტრეს: დავკარგე რუსთაველზე 414 კვ.მ ფართი (რესტორანი “ხინკალცენტრი"), საცხოვრებელი ბინა, გამიოხრდა 48 ჰა ვენახი.
ნაციონალებმა არ გამომასახლეს სახლიდან (მაშინ როცა ერთადერთი ვიყავი ბიზნესიდან, როცა ხმამაღლა ვუპირისპირდებოდი სისხლიან რეჟიმს) 2012 წლის 15 ნოემბერს ღარიბაშვილმა და ტაბატაძემ გამომასახლეს არასრულწლოვანი ბავშვებით (მორატორიუმი იყო გამოსახლებაზე, მხოლოდ მე გამომასახლეს).
მახსოვს, როცა მოისმინე მკითხე რას ითხოვო? გაგიკვირდა ჩემი მოთხოვნა: “ზარალას" მუქთად ნუ მიაქვს 414 კვ. მ გადაიხადოს ფართის ღირებულება, ზარალს დავივიწყებ მეთქი. გაგიკვირდა “სულ ეს არისო". მერე მომატყუე არჩევნების მერე მითხარი “იურიდიული კეისი არ მაქვსო".
მერიაში შემოვიტანე ადმინისტრაციული საჩივარი, თქვენ დაარღვიეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არ დანიშნეთ განხილვა ზეპირი მოსმენით.
ეხლა კახეთში მომადგა ხელისუფლება, მართლზომიერ მფლობელებს გვართმევენ მიწებს და აძლევენ უცხოურ კომპანიას (ფეხებზე გკიდიათ კონსტიტუცია). შენ მიმართვაში ამბობ ღირსება წაგართვესო. მე ქონება წამართვეს, ღირსება ვერა, რადგან ხმამაღლა ვეუბნეოდი სათქმელს. ღირსება შენ წაგართვეს, მიშამ ფეხები დაგიბაკუნა და მილანში გაიქეცი. რისი შეგეშინდა? თუ დაგიჭერდნენ მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა ცნობილი ფეხბურთელი დაიჭირესო, თანაც 10 საუკეთესო ადვოკატს აიყვანდი. ამას ვწერ “ქართული ოცნების" პირველი დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე. ბოდიში საზოგადოებას." - წერს ნოდარ მოსულიშილი
0
149
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0