სხვა რა უნდა ვიცოდეთ 2022 წლის მთავარ სიმბოლოზე? - ცისფერი წყლის ვეფხვი უკონკურენტოდ! 2021, 22 ოქტომბერი, 22:45 2022 წლის სიმბოლოა ცისფერი წყლის ვეფხვი, ნათელი, სავსე მოვლენებით. აღმოსავლეთში ცისფერი აღიქმება ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ფერად, რაც ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მზად ცვლილებებისათვის. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ 2022 წლის მთავარ სიმბოლოზე? ცისფერი წყლის ვეფხვის დახასიათება: 2022 წელს დროა, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილებები იმ ცვლილებების შესახებ, რომელზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. სასარგებლოა სამუშაო ადგილის შეცვლა. მეტიც, შეგიძლიათ, რადიკალურად შეცვალოთ მოღვაწეობის სფერო, საქმიანობა. საჭიროა, დაეუფლოთ ახალ უნარებსა და სპეციალობას და წინ იაროთ! 2022 წელს წარმატებული, იღბლიანი იქნება ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლაც, შეიცვალოთ არა მხოლოდ ბინა, არამედ რეგიონიც. ვეფხვი - თავნება და ჯიუტი ცხოველია. მასთან ყურები გამახვილებული უნდა გქონდეთ და არა დახშული. ვეფხვი ცნობისმოყვარეა, უყვარს სიახლეები და ამ გზაზე მისთვის უცხოა შიში. წყალი გარკვეულწილად არბილებს, ანეიტრალებს ვეფხვის ჟინიანობას, აქრობს აგრესიასა და ამშვიდებს მას. ბუნებაში წყალი სასარგებლოა, მაგალითად, გვალვისას, ან გადაიქცევა მეამობოხე ტალღად. ამიტომაც საჭიროა, დროულად გავიგოთ მისი მახასიათებლების შესახებ და გავითვალისწინოთ. როგორ შეძლებთ ოჯახისათვის წარმატების მოტანას? საუკეთესო გზა თილისმის მოპოვებაა. ასეთი რამ წელს შეიძლება, იყოს ვეფხვის ფიგურა. კარგია, თუ იგი დამზადებული იქნება უბრალო, ან ნახევრადძვირფასი მეტალისაგან (ლითონისაგან), ან წყლის მსგავსი, გამჭვირვალე ფერის მასალებით: ბროლით, მინით. თილისმა შეიძლება, ასევე, გაკეთდეს, როგორც ინტერიერის ნივთის სახით. მაგალითად, ნათურები. კარგი იქნება, თუ თილისმას ატარებთ, პიჯაკზე გულსაკიდის (ე.წ. "ბროშის"), ან ჯაჭვზე, კულონის სახით. დაიმახსოვრეთ, 2022 წლის დადგომამდე აუცილებელია თილისმის შეცვლა, აიღეთ ყველა ძველი, შარშან შეძენილი თილისმა და მის ადგილას დადეთ ახალი, რადგან ვეფხვს არ უყვარს კონკურენტები. სად უნდა გაატაროთ ახალი წელი? ვეფხვის წელიწადს შეგიძლიათ, შეეგებოთ როგორც სახლში, ისე გარეთაც. მთავარია, რომ მოერიდოთ დიდ კამპანიას, ხალხმრავლობას, რადგან ვეფხვი, თავისი ბუნებით, მარტოსულია და მისთვის არც ისე კომფორტულია, თუ ირგვლივ ბევრი სახე ტრიალებს, ირევა. უმჯობესია, თუ საახალწლო სუფრასთან დაბრძანდებით კარგად ნაცნობ ადამიანებთან, ან ნათესავებთან, ახლობლებთან. რა უნდა ჩაიცვათ? მოერიდეთ ტანსაცმელზე "კატის" პრინტს (გამოსახულებას). არ იფიქროთ, რომ თუ ვეფხვის გამოსახულებიან კაბას ჩაიცვამთ, ეს მას გაუხარდება, პირიქით, არ ესიამოვნება, რადგან უკვე აღვნიშნეთ, რომ ვეფხვს არ უყვარს კონკურენტი. ნუ იქნებით ვეფხვის მეტოქე! როგორ შევარჩიოთ ნეიტრალური ფერები? აქცენტი გადაიტანეთ ქვიშისფერზე, კრემისფერზე, ოქროსფერზე, ასევე, მომწვანო ელფერზე: დაწყებული წვნიანი, ქორფა ბალახის ფერიდან დამთავრებული ზეთისხილის ფერამდე. მორთულობისათვის, ასევე, შეგიძლიათ, შეარჩიოთ ტერაკოტის ფერი. ტერაკოტა - წითელისა და ყავისფერის კომბინაცია, თუმცა არსებობს ათობით ჩრდილში. ნარინჯისფერი, აგური, ატამი, სტაფილო და მრავალი სხვა ფერი შეიძლება, მივაკუთვნოთ ტერაკოტას. ტერმინი "ტერაკოტა" უკავშირდება ლათინურ სიტყვას "ტერა", რომელიც აღნიშნავს "დედამიწას". ადგილებში, სადაც ეს სიტყვა გამოიყენება, ხშირად გვხვდება წითელი მიწები (უფრო დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, იხილოთ სტატია: https://gameasphalt.ru/ka/terrakotovyi-cvet-eto-kakoi-terrakotovyi-cvet-kakoi-eto-cvet-v-odezhde-foto/). 2022 წლის პალიტრა საკმაოდ მდიდარია იმისათვის, რათა თქვენთვის სასურველი ფერი შეარჩიოთ. აქსესუარები სასურველია, შეარჩიოთ წყლის სტიქიის ფერებში. როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლის დღესასწაულისათვის? წლის გმირმა, მასპინძელმა (წყლის ვეფხვმა) თავი უნდა იგრძნოს მყუდროდ, მშვიდად და კომფორტულად. არა მყვირალა ფერებს, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც საფრთხეზე მიანიშნებს, ანუ გამორიცხეთ მკვეთრი წითელი, ნარინჯისფერი და ნეონის ყველა ფერი (ნეონის ემისიური სპექტრი ულტრაიისფერიდან ინფრაწითელ ხაზამდე). ისინი კომფორტს კი არ გააძლიერებენ, არამედ პირიქით, სულს შფოთვასა და ნერვიულობას მოუტანენ. ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა იყოს ვეფხვის ფიგურები. ის შეიძლება, დამზადებული იყოს სხვადასხვა მასალისაგან. ვეფხვი დიდი კატაა და მასაც უყვარს მზეს მიფიცხება, რბილ ბალახზე წამოწოლილს. სახლში შეგიძლიათ, ამ ყველაფრის იმიტაცია გააკეთოთ. რბილი პლედები, გადასაფარებლები, დეკორატიული ბალიშები - გამოიყურება მყუდროდ და ლამაზად. ფერთა გამა - ოქროსფერიდან ოხრამდე (ოხრა, ანუ ჟანგმიწა - ბუნებრივი მინერალური საღებავი, წითელი, ან მოყვითალო, ან ბუნებრივი ყვითელი ფერის). ვეფხვს, ასევე, მოეწონება, თუ სახლი ჩაფლული იქნება სიმწვანეში. აქ, რა თქმა უნდა, არანაირი ხელოვნური გადაწყვეტა, მხოლოდ ბუნებრივი პალმები, გვიმრები და სხვა მწვანე ფოთლებით მდიდარი მცენარეები. როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა ვეფხვისათვის? 2022 წელს სადღესასწაულო სუფრას აქვს იგივე ფუნქცია, რაც ტორტზე ალუბალს, ანუ რთავს. ხელსახოცები და სუფრა (მაგიდის გადასაფარებელი) უნდა იყოს თეთრ და ოქროსფერ ფერებში, მათ კომბინაციას ვირჩევთ. როგორც სხვა წლებში, საახალწლო სუფრა, ასევე, ითხოვს წითელი და მწვანე ფერებით შევსებას. მთავარია, წითელი არაა მთავარი ფერი და ვეფხვი არ გაღიზიანდება. მაგიდაზე უნდა იყოს სანთლებიც: სანთლები ვერცხლისფერი, ან ოქროსფერი ძაფებით, ლენტებით გაფორმებული. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ხილი: ხურმა, ფორთოხალი და მადარინი. ეს იშვიათი წელიწადთაგანია, როცა სუფრაზე ხორცი მისასალმებელია (ვეფხვს ხომ ის ძალიან უყვარს, როგორც მტაცებელ ცხოველს). რაც უფრო მეტი ხორცის კერძი დახვდება ვეფხვს სუფრაზე, მით უკეთესი. კერძოდ, რა სახის ხორცეულობაზე საუბარი: კურდღელი, ქათამი, ღორის ხორცი თუ ძროხის, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ვეფხვს ხორცი დახვდეს უხვად. არც მწვანე სალათები უნდა დავივიწყოთ, ვეფხვის პატივს სცემს ბუნებას, სიმწვანეს. ეფექტური იქნება კერძების გაფორმება მწვანილის ყლორტებით. რა ვაჩუქოთ ცისფერი ვეფხვის წელიწადს ადამიანებს? ის წელი არაა, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაქციოთ ყურადღება. საჩუქარი შეიძლება, იყოს, პირიქით, არაპრაქტიკული, მაგრამ, როგორც იტყვიან, სულისათვის. ჩამონათვალი არც ისე მცირეა: პარფიუმერია, ნახატები, წიგნები, ლამაზი ღამის თეთრეული და საცვლები, ნივთი ჰობისათვის (მაგალიტად, მამაკაცებს ანკესი სათევზაოდ, ან სხვა აქსესუარები, ბინოკლი, ზურგჩანთები და ა.შ.). რას უნდა ველოდოთ ცისფერი წყლის ვეფხვისაგან? ვეფხვი არავითარ შემთხვევაში არაა ბოროტი, იგი უბრალოდ მტაცებელია. ის აქტიურია, მუდამ ეძებს ნადავლსა და ახალ სარგებელს. ვეფხვი განასახიერებს ენერგიას, 2022-ც იქნება მასპინძლის მსგავსი: კაშკაშა, ენერგიული და არაპროგნოზირებადი! ვეფხვის წელს შეიძლება, იყოს კარიერული აფეთქება. ერთი ნახტომი და უკვე აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე იქნებით. მთავარია, მზად იყოთ ასეთი საპასუხისმგებლო სვლისათვის. განსაკუთრებით გაუმართლა მათ, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება საჯარო გამოსვლებს, პოლიტიკას, შემოქმედებას. წარმატება დადგება, თუ შესაბამისი მზაობა არსებობს და საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ, რისი საფრთხეც, სამწუხაროდ, ძალიან დიდია. 2022 წელს უნდა ეცადოთ, ისწავლოთ ახალი რამ, დახვეწოთ საკუთარი თავი, დაეუფლოთ ახალ პროფესიასა და უნარებს. ვეფხვი საკმაოდ მოსიყვარულეა. ბევრს მის წელიწადს ელოდება რომანტიკული ისტორიები და მგზნებარე რომანები. ვეფხვის წელს ჯანმრთელობის პრობლემები დიდად არ იქნება. მთავარია, არ დაარღვიოთ რეჟიმი, იყავით აქტიური. 2022 წლის მახასიათებლები, ნიშნები ჩინურ მითოლოგიაში ვეფხვს ხშირად ადარებენ დაჭიმულ მშვილდ-ისარს. ნებისმიერ დროს შეუძლია მას გაფრენა და მიზნამდე მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ გაქვთ დიდი ალბათობა, სწრაფად მოექცეთ ათეულში. მთავარია, არ გამოტოვოთ ხელსაყრელი დრო და იყოთ მზად. ვეფხვის წელიწადს ბავშვის დაბადება კარგის ნიშანია. ამასთანავე, ცეცხლის სტიქიასთან იყავით ფრთხილად. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, ნუ მოიქცევით დაუდევრად.
1149 შეფასება არ არის
|