x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება
image

გასული ათასწლეულის მანძილზე, მსოფლიო ისტორიაში, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა და დიდი გავლენა იქონია დღევანდელი საზოგადოების ფორმირების საქმეში.

აქ 10 ყველაზე გამორჩეულ, როგორც ტექნიკურ, ისე სოციალურ პროექტს წარმოგიდგენთ, რომელმაც კაცობრიობის განვითარების ისტორიაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და დღემდე მოგვიყვანა.


1. XI ს. – ციხე–სიმაგრეებიimage


ამ საუკუნემდე, ციხე–სიმაგრეები როგორც ინგლისში, ასევე მთელს ევროპაში, არც ისე ბევრი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ მიწების დაპყრობა რთული არ იყო. სწორედ დამცავი ნაგებობების არ არსებობის გამო, წარმატებული იყო უილიამ I დამპყრობლის ლაშქრობა ბრიტანეთის კუნძულებზე.

XI საუკუნეში, ევროპელმა ფეოდალებმა, საკუთარი მიწების დაცვის მიზნით, ციხე–სიმაგრეების შენება დაიწყეს. შედეგად, მისი მფლობელები, საკუთარ თავს არა როგორც ბელადს, არამედ როგორც გარკვეული ტერიტორიების მფლობელს აღიქვამდნენ. ანუ, გაჩნდნენ პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ფუნქციებში როგორც საკუთარი ხალხის, ისე ტერიტორიის და საზღვრების დაცვა შედიოდა. რაც ძალიან დიდი გარდაქმნა იყო.


2. XII ს. – კანონი და წესრიგი


ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე მთავარი, მოსახლეობისთვის უსაფრთხოების განცდის შექმნაა. მას შემდეგ, რაც გარე მტრებისგან დამცავი ნაგებობები შეიქმნა, ჯერი, ქვეყნის შიგნით, წესრიგის დამყარებაზე მიდგა... და სისტემური კანონმდებლობის შემოღება კიდევ ერთი შემობრუნების წერტილი იყო ევროპის ისტორიაში. სწორედ XII საუკუნიდან დაიწყო ევროპაში იურიდიული წიგნების შედგენა და სადავო საქმეების სასამართლოს წესით განხილვა.


3. XIII ს. – ბაზრები


XIII საუკუნემდე, რა თქმა უნდა ფული იყო, მაგრამ მას არც ისე ხშირად იყენებდნენ. იმ ეპოქაში და უფრო ადრეც, ადამიანების უმრავლესობა, საჭირო ნივთებს და პროდუქტს, უბრალოდ, ერთმანეთს უცვლიდა. სოფლებში გლეხებს მიწა ჰქონდათ და მიღებული მოსავლით ოჯახებს ასაზრდოებდნენ. ერთადერთი ადგილი სადაც ფულის გამომუშავება შეიძლებოდა, ქალაქის ბაზარი იყო და ასეთი ქალაქი არც ისე ბევრი იყო. ბოლოს, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ეფექტურად იმართებოდეს ქვეყანა, სადაც მხოლოდ ბარტერული სისტემა მუშაობს. ამიტომ, ევროპის ქალაქებში ბაზრების და ბაზრობების გახსნა დაიწყეს. მაგ., ინგლისში, საუკუნის მანძილზე, 1400–ზე მეტი დიდი ბაზარი გაიხსნა. 1300 წლისთვის, რამდენიმე ქვეყანამ დიდი ნომინალის ოქროს მონეტების მოჭრა დაიწყო. ხოლო, იტალიის საბანკო კომპანიებში, სესხების გაცემა დაიწყეს.



imageXIII საუკუნის მონეტა


4. XIV ს. – შავი ჭირი


უდიდესი კატასტროფა, რომელიც კაცობრიობას თავს დაატყდა და სამყაროს ისტორიაში, უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, ტექნოლოგიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ზოგიერთ ქვეყანაში, ჭირის დროს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაიღუპა, რაც 200–ჯერ მეტი იყო, ვიდრე I მსოფლიო ომის დროს. ასეთ ვითარებაში, რელიგიის მსახურებმა უკიდურესი მოკრძალების ქადაგება დაიწყეს და მრევლს ყველაფერში ზომიერების დაცვას მოუწოდებდნენ. ამრიგად, ჭირი მხოლოდ კი არ კლავდა, მან ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა და მათ მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა.


5. XV ს. – კოლუმბიimage


კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა — არის ურთიერთობა ადამიანებსა და მიწას შორის. რაც მეტი მიწა გაქვთ, მით მეტ ბუნებრივი რესურს ფლობთ. ამიტომ, კოლუმბი კაცობრიობის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ მან აჩვენა ევროპელებს გზა უზარმაზარი ტერიტორიებისკენ, რომლებზეც ადრე, ვერც კი იოცნებებდნენ. ახალი სამყაროს აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა ევროპა, ამერიკა და ისტორიის მსვლელობას ახალი მიმართულება მისცა.


6. XVI ს. – კრიმინალის დონის შემცირება


ინდუსტრიამდელი მსოფლიო, დღევანდელი სტანდარტებით, ძალიან სასტიკი, ხოლო მკვლელობის მაჩვენებელი, წარმოუდგენლად მაღალი იყო. თუმცა, XV ს–ის ბოლოდან კრიმინალის დონემ შემცირება დაიწყო და 100 წლის მანძილზე, თითქმის, განახევრდა. ამის მიზეზი ბევრი იყო: გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშუალებები, გაიზარდა განათლებული ადამიანების რიცხვი, რამაც ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მოქმედების საშუალება მისცა და დამნაშავეების დაჭერაც უფრო გამარტივდა. შედეგად, დანაშაულის ჩადენამდე, ადამიანები იმაზე ფიქრობდნენ, ღირდა, თუ არა ამის გაკეთება.


7. XVII ს. – სამეცნიერო რევოლუცია


ცრურწმენები XVI საუკუნის განუყოფელი ნაწილი იყო. ამასთან, მას მეტად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგ., თუ ვინმე, ვინც არ მოგწონდათ, მოულოდნელად მოკვდა და თქვენ ჯადოქრობით, მის მკვლელობაში დაგადანაშაულებენ, რამდენიც გინდათ იყვირეთ, რომ ჯადოქრობა არ არის, უსარგებლო იქნება, რადგან ჯადოქრობა, კანონის დონეზე იყო აღიარებული.

XVII საუკუნე კი ახალი სამეცნიერო თეორიების საუკუნედ იქცა. ძველი მოსაზრება, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს, საბოლოოდ უარყო გალილეიმ. მძიმედ დაავადებული ადამიანები, თუ წინა საუკუნეში, გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ, ახლა უკვე ექიმებს მიმართავდნენ. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გაჩნდა და ფართოდ დაიწყო გავრცელება რწმენამ, მეცნიერებისადმი.


imageგალილეო გალილეი


8. XVIII ს. საფრანგეთის რევოლუცია

ეჭვგარეშეა, რომ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, მხოლოდ საფრანგეთის კი არა, მთელი დასავლური სამყაროს რევოლუცია იყო. ეს ეროვნული იდეის ტესტირება იყო, რომელიც კანონის წინაშე, ყველა ადამიანის თანასწორობაში მდგომარეობდა. საფრანგეთის რევოლუციის გარეშე, შეუძლებელია XIX საუკუნის სოციალური რეფორმების განხორციელების წარმოდგენა. მაგ., ისეთების, როგორიც მონობის გაუქმება და საყოველთაო განათლების შემოღება იყო.


9. XIX ს. კომუნიკაციებიimage


დღეს ტელეფონი, თითქმის, ყველას აქვს და ბევრი ფიქრობს, რომ კომუნიკაციაში რევოლუცია XXI საუკუნეში მოხდა. თუმცა, ნამდვილი რევოლუცია ამ სფეროში, უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო.

1805 წ. 21 ოქტომბრის ტრაფალგარის ბრძოლის შედეგი, ადმირალიტეტს 6 ნოემბერს აცნობეს. ფალმუთიდან ლონდონში ჩასასვლელად, ანუ 439 კმ–ს გასავლელად, ერთ ოფიცერს 37 სთ. დასჭირდა და მან გზაში ცხენი 21–ჯერ შეცვალა. ხოლო, 1872 წ. კონტინენტთაშორისი კაბელის გაყვანის შემდეგ, შეტყობინებების გაგზავნა ბევრად უფრო სწრაფად გახდა შესაძლებელი. რკინიგზა, ტელეგრაფი და მოგვიანებით, ტელეფონი, შეტყობინებებს სწრაფად და ზოგიერთ შემთხვევაში — თითქმის, მყისიერად აგზავნიდა. და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თანამედროვე კომუნიკაციური საშუალებების რევოლუცია.


10. XX ს. – მომავლის ტექნოლოგიების შექმნა


დღეს ყველაფრის პროგნოზირება შეგვიძლია: როგორი ამინდი იქნება, წლების შემდეგ, რა რაოდენობის საპენსიო დანაზოგი გვექნება და ა. შ. გაერო მსოფლიოს მოსახლეობის დონეს 2300 წლამდე პროგნოზირებს. გაზეთები და ინტერნეტი სავსეა ამბებით, არა იმაზე, რაც ახლა ხდება, არამედ იმაზე, რაც მომავალში მოხდება... და ამ ყველაფერს, საფუძველი XX საუკუნეში ჩაეყარა. ასე, რომ, ეს საუკუნე, შეგვიძლია საზღვრად, გარდამავალ ეტაპად ჩავთვალოთ ჩვენს წარსულსა და მომავალს შორის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?



1
535
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
535
  
2022, 7 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1