საქართველო "ტიპი შეურაცხადობის ცნობას ჩალიჩობს, რომ არ დაიჭირონ" - ვისზე საუბრობს ირინა სარიშვილი 2021, 22 ოქტომბერი, 12:02 ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატთან, ანზორ მელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "შეურაცხადს" უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, ანზორ მელია შეიძლება დამსახურებული ექიმია, მაგრამ მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა როგორ იმართება მუნიციპალიტეტი."ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ მელიამ არ იცის რამდენი სოფელია ამ ქალაქშიო – ზუგდიდზე. გეუბნებით ტიპი შეურაცხადობის ცნობას ჩალიჩობს, რომ არ დაიჭირონ. მერამდენედ შეიძლება საკუთარი რეკორდი მოხსნა სირ? P.S. მარკ, წესით უნდა იცოდე მაგრამ რომ არ დამბლოკო, მაინც შეგახსენებ რომ სირ – ასე მიმართავდნენ საფრანგეთში მეფეებს და არაფერი საერთო ყლესთან არა აქვს."- წერს ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.გუშინ, ანზორ მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გაკეთებულ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ."ანზორ მელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი".1524 შეფასება არ არის |