x
image
intermedia.ge
Mediator image
შავი ბურგერები, რჩეული ძეხვები და სოსისები - ნახეთ 3 კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება
image

რომელი ზეიმი გახსენდებათ გემრიელი საჭმლის გარეშე? როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში უამრავი დღესასწაული არსებობს, რომელთა ჩატარების მთავარი საბაბი თავად საკვებია. კულინარიული დღესასწაული - ეს არის სახალისო შეჯიბრებები, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, დეგუსტაციები, ბაზრობები და ფესტივალები საკმაოდ დიდი მასშტაბებით, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.


გასტრონომიული ფესტივალები ათასობით ადამიანს უკვე 100 წელზე მეტია პლანეტის ყველა კუთხიდან იზიდავს. უმრავლესობა მათგანი გაერთიანებული სამეფოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ყოველ შემოდგომაზე ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარიული ფესტივალია - „ოქტობერფესტი“, რომელიც მიუნჰენში ყოველ ოქტომბერს იმართება. გერმანული ლუდის ფესტივალზე დასასწრებად, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 6 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის (წაიკითხეთ ვრცლად „ოქტობერფესტის“ შესახებ).


მოდით მიმოვიხილოთ 3 ყველაზე საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ.


1. CSABA SAUSAGE FESTIVAL - ჩაბას ძეხვის ფესტივალი (უნგრეთი)

image


ევროპის შემოდგომის გასტრონომიულ ფესტივალებში, მეორე საპატიო ადგილს იკავებს „ჩაბას ძეხვის და სოსისის“ ფესტივალი, რომელიც უნგრეთში ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ფესტივალია. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში ტარდება. ფესტივალის მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდი შეჯიბრია, რომლის 500-მდე მონაწილე გუნდი ერთმანეთს საუკეთესო ძეხვის მომზადებაში ეჯიბრება. ისინი ცდილობენ ადგილზე მოამზადონ ყველაზე გემრიელი ძეხვი „ჩაბა“, რომლის სახელსაც ეს ფესტივალი ატარებს.

image„ჩაბას“ მომზადების პროცესი


ვიზიტორთა უმეტესობა, ყოველწლიურად ბრუნდება ფესტივალზე, რომელიც მეგობრული ატმოსფეროთი და ძალიან მაღალი ხარისხის პროგრამებით გამოირჩევა. ძეხვეულის და სოსისის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ ფესტივალზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი უგემრიელესი პროდუქტები, რომელთა შორის, საპატიო ადგილს იკავებს ძეხვი - „ბრაუნშვაიგური.“ ძეხვს სახელი გერმანიის ქალაქ „ბრაუნშვაიგის“ სახელის მიხედვით დაარქვეს. ლეგენდის თანახმად, ის მეხორცის შეგირდმა გამოიგონა, რომელიც მის ქალიშვილზე იყო შეყვარებული. მეხორცემ მას პირობა წამოუყენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა თავის ქალიშვილზე დაქორწინების უფლებას, თუ ყველაზე გემრიელი ძეხვის რეცეპტს შექმნიდა. მე-19 საუკუნეში ბრაუნშვაიგურს რეგიონალური საფირმო საჭმლის სტატუსი ჰქონდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

image
უგემრიელესი ძეხვის დაგემოვნება საქართველოშიც შესაძლებელია. „ნიკორას“ პრემიალური ბრენდი - "კაიზერი", რომლის ისტორია 2008 წლიდან იწყება, დელიკატესად აღიარებულ „ბრაუნშვაიგურის“ სამი სახეობის ძეხვს აწარმოებს, რომლის შეძენა „ნიკორას“ სუპერმარკეტებში და სხვა დიდ ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი.


„ბრაუნშვაიგური“ სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. პროდუქტი თვეზე მეტ დროს საჭიროებს დასამზადებლად. სპეციალურ საშრობ კამერებში, დამზადების პროცესი მინიმალურადაც, რომ დაირღვეს, სასურველი შედეგი ვერ მიიღება, მცირე არასწორმა ნიუნსმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფერის, ვიზაუალის ან არომატის ცვლილება. ამიტომ ნედლად შებოლილი ძეხვის „ბრაუნშვაიგურის“ დამზადება ძალიან დიდ გამოცდილებასა და ტექნოლოგიური პროცესების დიდ ცოდნას მოითხოვს.

image„ბრაუნშვაიგურის“ დამზადების პროცესი


2. სოსისის და სიდრის ფესტივალი Oუტდოორს - დიდი ბრიტანეთი

image

ფესტივალი დიდ ბრიტანეთში ყოველ შემოდგომაზე, ღია სივრცეში იმართება. უზარმაზარი ბარები, დიდი სცენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით და გართობა მთელი დღის მანძილზე. ფესტივალზე წარმოდგენილია ძეხვებისა და სოსისების გასაოცარი ასორტიმენტი. ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ძეხვეულის და სოსისების მომზადებაში. ჰაერი გაჟღენთილია გრილზე შემწვარი უგემრიელესი სოსისების სურნელით. ფესტივალის მსვლელობისას, დიდ სცენაზე იმართება სახალისო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია:


1. სოსისის სწრაფად ჭამა (მონაწილეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჭამონ 1 მეტრის სიგრძის სოსისი).


2. კონკურსი „ჩილის“ ჭამაში (ვინ შეჭამს სცენაზე 6 პორცია წიწაკა „ჩილის“?).
ფესტივალზე ასევე სიდრის ახალი გემოების დეგუსტაციაა შესაძლებელი.

3. შავი საკვების ფესტივალი - ტალინი (ესტონეთი)

image

ეს შესანიშნავი, მუქი ღონისძიება გურმანებისთვის გერმანიაში გაჩნდა, მაგრამ ტალინის ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესოა. შავი საკვების ფესტივალი შავი ფერის საჭმელს ეძღვნება. მისი მიზანია ასწავლოს და შთააგონოს მნახველები, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შავი ფერის პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენონ. აქ ნახავთ და დააგემოვნებთ შავ პასტას, შავ ბურგერებს, შავ ყველს, შავ ნაყინს და ძალიან საინტერესო დესერტებს, რომლებიც ყავითა და შოკოლადით არის შეღებილი. დღესასწაული აღებს კარს კულინარიული ხელოვნებისთვის და ექსპერიმენტებისთვის, რაც მხიარული ფესტივალის სახით წელიწადის ყველაზე ბნელ ღამეებში იმართება. რაც შეეხება გემოებს, აქ ნებისმიერი ადამიანი იპოვის რაღაც საინტერესოს მისთვის.


თუ გსურთ „მუქი გემოები“ შეიგრძნოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შავი ბრინჯი მოთუშული ბოსტნეულით.

image

მოხარშეთ შავი ბრინჯი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. ცალკე, ღრმა ტაფაში ჩაშუშეთ ბოსტნეული: სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი. შეგიძლიათ დაამატოთ ბროკოლიც. ბოსტნეულს შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და მოასხით ლიმონის წვენი.


თქვენ რომელ ფესტივალზე ისურვებდით დასწრებას?

0
568
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0