სხვა უკრაინაში ბრიტანელი წყვილისთვის თაფლობის თვე ტრაგედიით დასრულდა 2021, 20 ოქტომბერი, 14:00 საშინელი ტრაგედიით დასრულდა ბრიტანელი წყვილის თაფლობის თვე უკრაინაში. 31 წლის ლიდია მაკარჩუკმა და 43 წლის ნორბერტ ვარგამ ქორწილი გადაიხადეს ინგლისში, ბერკშირში, შემდეგ კი თაფლობის თვის გატარება გადაწყვიტეს სახლიდან შორს, უკრაინაში, რომელიც ლიდიამ 2017 წელს დატოვა. უკრაინაში ჩასული ახალდაქორწინებული წყვილი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ლაშქრობდნენ გოვერლის მთაზე, რომელიც ყველაზე მაღალ მთად ითვლება უკრაინაში. კომპანია მთელი დღის განმავლობაში ტკბებოდა ბუნებით და ტყეში ერთობოდა, შემდეგ კი შეისვენეს მთის ძირში.იქვე გაშალეს კარავი. კოცონის დანთების დროს ლიდია ნათესავებს უყვებოდა, თუ როგორ დაიპყრო ნორბერტმა მისი გული, რომელიც ლიდიასავით უნგრეთიდან გაერთიანებულ სამეფოში 2018 წელს გადავიდა.მათ ეკლესიაში გაიცნეს ერთმანეთი, მას შემდეგ, როდესაც ნორბერტმა ლიდიას ფეხსაცმელზე გააკეთა კომპლიმენტი. ამ დროს ლიდიას ქმარი, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფი არის, გადაწყვიტა ეს მომენტი დაეფიქსირებინა და კოცონიდან მოშორებით, ეფექტური რაკურსის შერჩევისთვის გავიდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. "მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ქვა მესროლა სახეზე, უფრო სწორად, ცხვირში. ისმოდა სტვენის ხმა, შემდეგ ჩამოვარდა სიჩუმე, მხოლოდ საკუთარი სუნთქვა მესმოდა, სახეზე ხელები ავიფარე და ლოცვა დავიწყე. შემდეგ კი მივხვდი, რომ აქ მარტო არ ვიყავი - ირგვლივ ყველა ტკივილისგან კვნესოდა" ლიდია მაკარჩუკი ფოტოზე: ლიდია (მარჯვნივ ფეხზე მდგომი) ტრაგედიამდე ორიოდე წუთით ადრე ქალმა მიიღო სახის დამწვრობა, განსაკუთრებით მარცხენა თვალი დაუზიანდა. ხელები ძვალამდე გაუშიშვლდა და ფეხის კუნთები ნაწილობრივ დაეფლითა. ის ვერაფერს ხედავდა დაზიანებისა და ტკივილის გამო, ასე რომ ვერ დაემშვიდობა ძმას მიროსლავს. მან ესმოდა მხოლოდ მისი უკანასკნელი ხროტინი. ”ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დავუძახე და არ ვუთხარი, თუ როგორ მიყვარს”, - აღიარა ლიდიამ მოგვიანებით საავადმყოფოში. აფეთქების მიზეზი იყო ჭურვი, რომელიც დარჩა უკრაინისა და უნგრეთის საზღვარზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ცეცხლი დანთების შემდეგ გაცხელდა 100 წლის წინ ჩადებული ბომბი და აფეთქდა, რამაც იქ მყოფი ჯგუფის სერიოზული დაზიანებები გამოიწვია. კომპანიამ მოახერხა საავადმყოფოში მოხვედრა მხოლოდ შვიდი საათის შემდეგ -დაიღუპა ორი ადამიანი -ლიდიას ძმა და ლიდიას დაქალი. ფოტოზე: ლიდია და მისი ძმა მიროსლავი, სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე " შევეცადე მიროსლავისთვის თავი შემეხვია, ისე, რომ, რომ შეჩერებულიყო სისხლდენა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის იბრძოდა სიცოცხლისთვის დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. მე მაინც ვფიქრობ, სად შევცდი? რატომ არ ვიყავი მათ ადგილას? ეს ღამე ომზე ფილმს ჰგავდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება" ნორბერტ ვარგა 727 2-ს მოსწონს
|