საზოგადოება ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სპორტული ღონისძიება - STAY FIT Together გამართეს 2021, 20 ოქტომბერი, 13:27 ქართველმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ლისის ტბაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა - STAY FIT Together გამართეს. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა 15-მდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, პროგრამის ხელმძღვანელები, ფიტნეს ტრენერები და ინფლუენსერები. ექსკლუზიური სავარჯიშო პროგრამა - ალექს ოსიპიანმა შეადგინა, რომელიც ბოდიბილდერი და 10-წლიანი გამოცდილების მქონე ფიტნეს ტრენერია. ივენთი მიზანად ისახავდა ქართველ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას, ახალგაზრდა ელჩების ღია სივრცეში შეხვედრას და მათი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაახლოებას. სპორტული ცხოვრების სტილის საკუთარ აუდიტორიაში პოპულარიზების მიზნით, მონაწილეებმა აქტიურად გამოიყენეს Instagram/Facebook-ის სოციალური არხები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პროექტის კოორდინატორი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორი - მარიამ ხუროშვილი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კოორდინატორი - ნინო ტურიაშვილი და მედია-კოორდინატორი - მარიამ პაკაცოშვილი. პროექტი განხორციელდა EU Neighbours east პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუ ხართ 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა და გსურთ, ახალგაზრდული პროექტების ორგანიზება, შეავსეთ განაცხადი და თავადაც გახდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: https://euneighbourseast.eu/news-and-stories/latest-news/apply-now-to-become-a-young-european-ambassador/?fbclid=IwAR0rEotmEUKmjooQr7rF_VyfAVWRrJyWkkFL36nICY7IHPZYpaFqdU1X07Q 21 2-ს მოსწონს
|