საბუნებისმეტყველო ცხოველები, რომლებიც არ დანებდნენ და სიცოცხლისათვის სასტიკ ბრძოლაში გაიმარჯვეს 2021, 19 ოქტომბერი, 22:20 სტატიაში წარმოგიდგენთ ცხოველების ბრძოლას სიცოცხლისათვის. ამ ცხოველებმა წარმოუდგენელი რამ გადაიტანეს, მაგრამ გადარჩნენ. დღეს სულაც არაა რთული, გავეცნოთ ცხოველების საოცარ სამყაროს, რადგან ინტერნეტში დევს უთვალავი ვიდეო ისტორია ჩვენი პატარა ძმების შესახებ. ცხოველებმა მშენივრად იციან, რით შეიძლება, გაგვაკვირვონ, მაგალითად, მამაცი ძაღლის საშიშ მტაცებელ ლეოპარდსა და გაბრაზებულ კურდღელთან ბრძოლით. წარმომოგიდგენთ ცხოველებს, რომლებიც სიცოცხლისათვის ბრძოლაში გადარჩნენ, ყველაფრის მიუხედავად: 1. ფეხმძიმე შავი თხა კლდეზე იდგა და ვერ ჩამოდიოდა. ცხოველი იქ 10 დღის განმავლობაში იყო წყლისა და საკვების გარეშე. საშველად ადამიანები მივიდნენ, შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. სპეციალისტებმა დიდი ბადით მოახერხეს მისი მიწაზე უსაფრთხოდ ჩამოყვანა. ნაყოფიც ჯანმრთელი იყო. 2.მამაცი ძაღლისა და საშიში მტაცებლის, ლეოპარდის ორთაბრძოლა - ძაღლის გადარჩენის ალბათობა თავიდანვე მცირე იყო, მაგრამ იგი არ დანებდა მასზე ბევრად ძლიერ მეტოქეს და სასწაულებრივად გადარჩა. კერძოდ, ძაღლმა ლეოპარდს განწირული ხმით ყეფა დაუწყო და იქამდე აგრძელებდა ამას, სანამ ლეოპარდი შოკურ მდგომარეობამდე არ ჩააგდო. შეძრწუნებული ლეოპარდი მოთმინებას კარგავს. იგი გატრიალდა და წავიდა ნადავლის გარეშე. ლეოპარდის მხრიდან ეს გულუხვ ჟესტად უნდა ჩაითვალოს, რადგან იგი პრაქტიკულად არასოდეს ინდობს მსხვერპლს. 3. დედა სპილო და ნიანგი - დედა სპილომ 3 სპლიყვთან ერთად წყლის პირს მიაშურა ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა იქ მყოფი ნიანგის შესახებ. ნიანგმა დედა სპილოს ხორთუმი ჩაყლაპა და მტრის განადგურებას შეუდგა. სპლიყვები იქვე იდგნენ და ვერ ეხმარებოდნენ დედას. სპილო ისეთი ცხოველია, რომ არასოდეს ნებდება. დედა სპილომ იმდენად დაღალა ნიანგი, რომ მტაცებელმა გადაწყვიტა, უკან გაბრუნებულიყო მსხვერპლისაგან. სპლიყვები შეურთდნენ სიცოცხლისათვის ბრძოლაში გამარჯვებულ დედას და მშვიდად გაემართნენ ტყისკენ. ნიანგს ისღა დარჩენოდა, რომ მარცხი ეღიარებინა და მშვიდად დალოდებოდა მომდევნო მსხვერპლს, უკვე რეალურს. 4. ზებრა და ლომი - სტატისტიკის მიხედვით, ზებრები ხშირად ხდებიან მტაცებლის ნადავლი. ერთ-ერთი შემთხვევისას, როცა ზებრას ლომი დაესხა და ის იყო, უნდა დაეგლიჯა, საშველად მეორე ზებრა მოვიდა. მეგობრის საშველად მოსულმა ზებრამ გამოგლიჯა ლომს მსხვერპლი (ზებრას, ისევე, როგორც ჟირაფს, ფეხის ძლიერი დარტყმა აქვს). ორივე ზებრა მთელი სისწრაფით გაექცა ლომს. მტაცებელი იძულებული გახდა, სხვაგან ეძება ნადავლი. 5. იხვის ჭუჭულები - დედა იხვი თავის ჭუჭულებთან ერთად სეირნობდა. დედისაგან შეუმჩნევლად, ჭუჭულები კანალიზაციის არხში ჩავარდნენ. იხვმა უკან მოიხედა და როცა შვილები ვერ დაინახა, ვერაფრით მიხვდა, სად შეიძლება, ისინი ყოფილიყვნენ. იხვის ჭუჭულების ხმა ქვემოდან მუშებმა გაიგეს, ამოიყვანეს და უსაფრთხოდ დაუბრუნეს დედას. დედა იხვი და მისი ჭუჭულები მუშებმა დატოვეს სკვერში, რათა გზაზე, ქუჩაში ისევ საფრთხე არ შექმნოდათ. 6. ჟირაფი და 2 ლომი - ჟირაფს ჯერ ერთ-ერთი მტაცებელი ესხმის თავს, რომლის მოშორებასაც მსხვერპლი ახერხებს ფეხის ძლიერი დარტყმით. მერე მეორე ლომიც ცდილობს მის დამარცხებას. ჟირაფი რიგრიგობით წიხლავს ლომებს და ახერხებს გაქცევას. 7. ენოტი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულამდე აძვრა. იგი ახერხებს საოცარი ტრიუკის შესრულებას: ეშვება, მოფრინავს ქვევით, მიწაზე უსაფრთხოდ ეშვება და გარბის, რათა თვითმხილველებს გაექცეს. ამ სანახაობას ზედა სართულებზე და ქვევითაც ბევრი ადამიანი უყურებდა. ენოტის საქციელი ყველასათვის მოულოდნელი იყო. მან შეძლო ყველას გაკვირვება, იგი ჰოლივუდურად დაეშვა, თითქოს პარაშუტით ხტებოდა. 8. დათვი და ყორანი - აუზში ყორანი ჩავარდა და იძირებოდა. იგი თეთრმა დათვმა ამოიყვანა თათებით. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ მტაცებელმაც კი იცის მეგობრობა. ამის მერე ელოდნენ, რომ ყორანი დათვის მცირე ლუკმა გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დათვმა უსაფრთხო, მშრალ ადგილას დასვა ყორანი. 9.ლეოპარდი და ბაბუინი - ლეოპარდმა მაიმუნი დაიჭირა და გაგლიჯა. მტაცებელი შეჭამდა ნადავლს და ეს ისტორიაც აქ მორჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოკლული მაიმუნის ბეწვიდან ძვრება მისი პატარა, ყაპუზუნა (მაიმუნის ახალშობილი). ორი ვარიანტი იყო: ლეოპარდი ან შეჭამდა პატარა ბაბუინს, ან გამოიჩენდა მზრუნველობას. მოხდა ბედნიერი შემთხვევა, მტაცებელმა გამოავლინა დედობრივი ემოციები და პატარა ბაბუინი არათუ შეჭამა, არამედ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, დასვა და სხეულს ულოკავდა, ეფერებოდა. 10. ხვლიკი იგუანა და გველი - იგუანა პლიაჟის შორიახლოს დახოხავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ელოდა. მას მოულოდნელად გველი დაესხა თავს. ცოტა ხანში მტერს სხვა გველებიც მოჰყვნენ უხვად. იგუანამ მოახერხა სასწაულებრივად გადარჩენა. იგი არ დანებდა და გველებიც უკან გასრიალდნენ. 11.თეთრი დათვის ბელი თამაშისას შემთხვევით ტბაში ჩავარდა. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია რომ არა, დიდი დათვი, რომელმაც დაინახა წყალში ჩავარდნილი პატარა ბელი, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო ცურვა და ამოიყვანა. 12. კურდღელი და ვერაგი გველი - გველს ის ის იყო, რომ უნდა გადაესანსლა საყვარელი, უწყინარი ბაჭია, მაგრამ საშველად კურდღელი მოვიდა და იხსნა თანამოძმე. ეს ყველაფერი შეგიძლიათ, უშუალოდ ვიზუალურად ნახოთ ვიდეოში: 924 1-ს მოსწონს
|