საბუნებისმეტყველო ახალზელანდიელმა ვეტერინარებმა პირველი თეთრი კივი - "მანუკურა" გადაარჩინეს 2021, 13 მარტი, 19:33 ახალზელანდიელმა ვეტერინარებმა დაკვირვებაზე აიყვანეს მდედრი თეთრი კივი, სახელად "მანუკურა", რომელმაც ქვები გადაყლაპა. თეთრი ფრინველი ამჟამად ველინგტონის ზოოპარკის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. 1915 წლიდან დაწყებული აღრიცხვის მიხედვით, მანუკურა არის პირველი თეთრი კივი, რომელიც დაიბადა ახალ ზელანდიაში. ფრინველი სამედიცინო დაკვირვებაზე მაშინ აიყვანეს, როცა ვაირარაპის ზოოლოგიურ ცენტრში შენიშნეს, რომ იგი საკვებს აღარ ეტანებოდა. კივ "მანუკურას" რენტგენი გადაუღეს და სურათებმა აჩვენა, რომ ფრინველმა ორი მონეტის ზომის ქვა გადაყლაპა. კივს ჩაუტარეს პროცედურა, რათა აღმოეჩინათ ქვები და ამოეღოთ ისინი ფრინველის ორგანიზმიდან. ველინგტონელი ვეტერინარების პირველმა ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო და მანუკურა ისევ დატოვეს სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. 3 დღის მერე ვეტერინარებმა თქვეს, რომ ერთ-ერთი ქვა გამოიყო 5 თვის მანუკურას სხეულიდან და მეორე ისევ მუცელში რჩებოდა. თუ მეორე ქვაც თავისით არ გამოიყოფოდა ფრინველის ორგანიზმიდან, მაშინ ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. ექსპერტების თქმით, იმის ალბათობა, რომ თეთრი კივი "მანუკურა" ოპერაციას გადაიტანდა, 70 % იყო. ამასთანავე, როგორც ვეტერინარები აცხადებდნენ, თუ სხეულში დარჩენილი მეორე ქვა საფრთხეს შეუქმნიდა ფრინველის სიცოცხლეს, მაშინ აუცილებლად ჩაუტარებდნენ ოპერაციას და თეთრი კივის საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ამოიღებდნენ მეორე ქვასაც. "ის კარგ ხელშია", - აღნიშნავდნენ ზოოპარკის წარმომადგენლები. "მანუკურას" სხეულში შეჰყავდათ ხელოვნური ინექცია და აძლევდნენ მაღალპროტეინულ საკვებს. ვეტერინარების აზრით, ეს ხელს შეუწყობდა მანუკურას სხეულიდან ქვის გამოდევნას.
68 შეფასება არ არის
|