სიახლეები 2012 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები. 2012, 13 სექტემბერი, 13:46 დასახელებული იქნა 2012 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები.შარშანდელივით წელსაც ლიდერობა Toyota Corolla-მ ჩაიგდო ხელში.ამ პერიოდში გაყიდული იქნა 586 381 ეგზემპლიარი მსოფლიოს 80 ქვეყანაში.მეორე პოზიცია დაიკავა Ford Focus-მა, მთელს მსოფლიოში 502 834 ათასი გაიყიდა, მას მოჰყვება Volkswagen Jetta, მასზე არჩევანი 456 367 მყიდველმა შეაჩერა.პირველ ხუთეულში შევიდნენ აგრეთვე Toyota Camry(399 659) და Volkswagen Golf(393 413).შარშანდელთან შედარებით გაყიდვები მოემატა Suzuki Swift -ს(16 ადგილი +15 პოზიცია), Opel Astra (19 ადგილი, +8 პოზიცია), Toyota Camry (4 ადგილი, +8 პოზიცია), Volkswagen Jetta (3 ადგილი, +7 პოზიცია), Nissan Tiida (9 ადგილი, +6 პოზიცია).წლევანდელი წელი ზარალიანი იყო შემდეგი ბრენდებისთვის. Wuling Sunshine (17 ადგილი, -10 პოზიცია), Volkswagen Polo (12 ადგილი, -8 პოზიცია) და Hyundai Elantra (11 ადგილი-5 პოზიცია.) 328 3-ს მოსწონს
|