x
image
მადამ ფისუნია
ვასილ კანდინსკი – ფერთა ბატონი

image
ვასილი კანდინსკი გახლავთ რუსი მხატვარი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, ხელოვნებათმცოდნე და აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.
იგი მოსკოვში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა ოდესაში გაატარა. უნივერსიტეტში იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდა. იგი საკმაოდ წარმატებული იყო თავის პროფესიაში თუმცა, სისხლმა, რომელშიც ხელოვნების სიყვარული იყო გამჯდარი, ალბათ, მოსვენება დაუკარგა და მან ოცდაათი წლის ასაკში ხატვის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო. მისი შემოქმედების მცოდნენი და მოყვარულნი აუცილებლად ახსენებენ “ლურჯ მხედარს”, “სანტა-მარგარიტას”, “მურნაუს ბაღს” და “აპოკალიფისის მხედარს”, მაგრამ არსებობს რამდენიმე ტილო, რომლებმაც ცალკე ეპოქა შექმნეს კანდისკის ფერწერაში. ისინი “კომპოზიციების” სახელითაა ცნობილი და, სწორედ “კომპოზიციები” – ავტორის ოსტატობის მწვერვალად მიმაჩნია, რადგან მხოლოდ კომპოზიციებში გამოიხატება ის სულიერი თავისუფლება, რომელსაც მხატვარმა მიაღწია საბოლოოდ. კანდინსკის ფერები სხვაგან არსად არის გაჯერებული ისეთი ჰარმონიით, როგორც ამ რამდენიმე ტილოზე. ასიმეტრიული ფიგურების, ხაზების, წერტილების და უცნაური ლაქების თვალისმომჭრელი აღლუმი ისეთ გასაქანს აძლევს ფანტაზიას, რომ ერთსა და იმავე ტილოზე უამრავი, რადიკალურად განსხვავებული განწყობის დაჭერა შეიძლება… ხანდახან ისეთ რამეს ამოიკითხავ, რაზეც, შესაძლოა, თვით ავტორსაც კი არ უფიქრია და კანდინსკის გენიალობაც სწორედ ამაშია – ის მნახველებს თანაავტორებად აქცევს და ყველას სასურველ, იმწუთიერ იმპრესიას აპოვნინებს საკუთარ ქმნილებაში.


საფრანგეთის დედაქალაქში კუბიზმი ბატონობდა, კანდინსკიმ კი გეზი სიურეალიზმისაკენ აიღო. თუმცა, მეგობრების წყალობით შესაძლოა კუბიზმმა მის შემოქმედებაზე მაინც იქონია ზეგავლენა, მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს რუსი მხატვრის პიროვნული ევოლუციის შედეგი იყო. როგორც ერთ-ერთი უდიდესი სიურეალისტი მხატვარი ჟოან მირო აღიარებდა, კანდინსკიმ მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
არსებობს ვასილ კანდინსკის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნი “სულიერების შესახებ ხელოვნებაში”, მასში კანდინსკი საოცრად ახასიათებს ფერებს. ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის (მაგ. მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა) არსებულ კავშირს თითქმის ყველა მხატვრი ეძებს, კანდინსკიც მათ შორის, რა საკვირველია. სწორედ ზემოთხსენებულ წიგნში “სულიერების შესახებ ხელოვნებაში” მხატვარი წერდა:
“ფერი ფორმის გასაღებია, თვალი – ჩაქუჩი. სული კლავიშებიან პიანინოს ჰგავს. მხატვარი კი ის ხელია, რომელიც “ეფექტური ფორმით” ადამიანის სულს ამა თუ იმ გასაღების მეშვეობით აათრთოლებს”.
ფერებისადმი კანდინსკის ეს საოცრად სენსიტიური დამოკიდებულება მარტივად შეგვიძლია დავინახოთ მის ნამუშევრებში. ბევრი ცდილობს, მის საოცარ სურათებში დაინახოს „ფორმა“, მაგრამ ეს ხომ უმეცრებაა? ეს ხომ აბსტრაქციაა? ეს კანდინსკია! მას არ სჭირდება ფორმა ემოციების გადმოსაცემად, რადგან მას გააჩნია ფერი, ფერი, რომელიც ხოველთვის გენიალურად ესადაგემა ნამუშევარს, ქმნის იმ განწყობას და განცდას, რასაც მხატვარი გრძნობდა ხატვის პროცესში.

imageimage

დამეთანხმებით,
რომ ეს ორი სურათი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კანდინსკის საოცარ ფერებს ვეზიაროთ.
ეს ნამუშევრები გამოხატავს რომ მხატვრის ნამუშევრები არაა შექმნილი ფართო საზოგადოებისთვის,
მათ ყველა ვერ ჩაწვდება, ყველა ვერ შეძლებს ტკბობას ხელოვნებით, ეს ხომ ისედაც ნათელია…
მხატვრის ნამუშევრები გონებისთვისაცაა და მხოლოდ თვალისთვის არ შექმნილა. მაგალითად
, ხელოვნებაში ნაკლებად გაცნობიერებულ ადამიანს რომ ვაჩვენოთ, კანდინსკის მეშვიდე კომპოზიცია,
ის ვერ შეძლებს მისი ფერებით ტკბობას, რადგან მასში ფორმის ძებნას დაიწყებს…

0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0