x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„თითქოს სააკაშვილი იმარჯვებს, ბიძინა გარბის“, ჩემი სახელით ავრცელებენ ცრუ წინასწარმეტყველებას,“ - ლელა კაკულია
image


„ფრთხილად ჩემო ქართველებო!“ ვხედავ სიტუაცია იძაბება ქვეყანაში. მესამე პრეზიდენტი სათავეში უდგება ეროვნულ მოძრაობას. ოლიგარქი გარბის, ქართველი ხალხი იმარჯვებს. რუსეთი ვერ მოიკიდებს ფეხს საქართველოში! ამას ყველანი ერთად ვნახავთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“ - ლელა კაკულიას სახელით ამგვარი ცრუ მიმართვა ვრცელდებოდა თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი სააკაშვილის აქციის წინ. როგორც ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი აცხადებს, ეს ტექსტი ყალბია და მას არ გაუვრცელებია.

.

image


.

მეგობრებო,
ქალბატონ ლელა კაკულიას სახელით ფეისბუქზე ვრცელდება ყალბი ჩანაწერი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.
.
უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ცრუ ჩანაწერს, რომელშიც აშკარად იკითხება გარკვეული პოლიტიკური ძალისადმი სიმპათია, გამომდინარე ლელა კაკულიას პიროვნებისა და მისი წინასწარმეტყველებადმი მაღალი ნდობიდან, შეუძლია დაპირისპირების გაღვივება და არეულობის გამოწვევა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია!!!
.
ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას: არასდროს ენდოთ და არ გადაიზიაროთ საკუთარ აკაუნტებზე ლელა კაკულიას სახელით გაკეთებული არანაირი განცხადება თუ ჩანაწერი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არ იქნება გამოქვეყნებული!!! - ნათქვამია ცნობილი წინასწარმეტყველის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მიმართვაში.
.
ნათელმხილველთან საგაზეთო ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც. სააკაშვილის თემას ლელა კაკულია ელისო კილაძესთან საუბარშიც შეეხო. თუმცა ამ ინტერვიუში კაკულია საერთოდ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კიდევ მოახერხოს გამარჯვება.
.
„...მიხეილ სააკაშვილზე მაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც არ ვახმოვანებ. დაბრუნებით ის არ დაბრუნდება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს საშიშია მისთვის... სააკაშვილის მომავალში მობრუნებას და პრეზიდენტობას ნამდვილად არ ვხედავ. გამორიცხულია იმიტომ, რომ სულ სხვა პოლიტიკური პროცესები წავა მსოფლიოში, “ - აღნიშნავდა ლელა კაკულია ქრონიკა+სთან ინტერვიუში.
.
ლელა კაკულიას გვერდი საზოგადოებას ახსენებს, რომ წინასწარმეტყველმა ასეათი პროგნოზი, რომ სააკაშვილი თავის სამშობლოში დაბრუნდებოდა, ჯერ კიდევ 2017 წელს რუსთავი 2-ის ტელე ეთერში, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობისას გააკეთა. ბევრს ახსოვს ალბათ, მან ასეთი ციტატა თქვა: „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება“. მაგრამ წინასწარმეტყველს არ უთქვამს არსად, რომ ის იმარჯვებს, ივანიშვილი გარბის და გამარჯვება სააკაშვილს რჩება.
.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჯერ-ჯერობით მყარად დგას და ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს. პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობაში არიან მოსულები დაიცვლებიან. ის პოლიტიკოსები, რომლებიც პროფესიონალებად ჩამოყალიბდენ ამ ხნის განმავლობაში, ისინი საქართველოს შვილები არიან, გაერთიანდებიან და ერთ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან“- ამბობს ლელა კაკულია.

.

კითხვაზე იქნება, თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოდესმე კვლავ ქართულ პოლიტიკაში კაკულია ასე პასუხობს:


„სააკაშვილი საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდება. როგორც მოქალაქე ექს-პრეზიდენტი ვერ შეეგუება და ამიტომ პოლიტიკოსის ამპლუაში ვიხილავთ“- ამბობდა ლელა კაკულია ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.

0
534
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0