x
image
ლანა92
"უდაბნოს ვარდი" - რატომაა იგი ტურისტებისათვის ყველაზე საყვარელი სუვენირი?

image

ტუნისში, ალჟირში, ეგვიპტესა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ბევრი ქვიშის უდბნოა, ტურისტებს შორის ძალიან ცნობილი სუვენირია (სამახსოვრო ნივთია) უჩვეულო მინერალი, სახელწოდებით "უდაბნოს ვარდი". თავისი ფორმით ეს წარმონაქმნი ჰგავს ყვავილებს, ყველაზე ხშირად კი ვარდებს, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება, სულაც არ იყოს ყვავილების მსგავსი. ეს მინერალები თაბაშირის კრისტალების აგრეგატებია, რომელიც წარმოიქმნება ქვიშის ფენებში.

"უდაბნოს ვარდები" წარმოიქმნება მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, როცა უდაბნოში მოდის ნალექი. წყალი მალე გადადის მშრალ ქვიშაში, ჩააქვს თაბაშირის ნაწილაკები მის სიღრმეში. აორთქლების დროს წყალი ისევ ამოდის ზედაპირზე, უკვე ახალი თაბაშირის კრისტალები წარმოიქმნება და მათი ზომები სხვადასხვაა.

"უდაბნოს ვარდები" იყიდება როგორც ჩვეულებრივი ბროლის ფორმით, ისე ბრელოკების, სუვენირების, გულსაკიდების და სხვა მორთულობის სახით.



image

საჰარის მომთაბარე ტომებისათვის ცნობილია ეს უცნაური ქვები ძველი დროიდანვე. რთული გზის გადალახვის შემდგომ, ოაზისამდე მისულმა ადამიანებმა და აქლემებმა წყურვილი მოიკლეს და დაისვენეს. აქლემის შარდმა ქვიშაზე გადაირბინა და ზედაპირზე "უდაბნოს ვარდი" გაჩნდა. ძველად სჯეროდათ, რომ ეს თავისებური "ყვავილები" ჩნდებოდა სწორედ აქლემის შარდისაგან.

image


უდაბნოს ვარდის ფურცლების დიამეტრია 2-3 მილიმეტრიდან რამდენიმე დეციმეტრამდე. კრისტალების ფერი დამოკიდებულია ქვიშის ფერზე, ტუნისის საჰარაში გვხვდება თეთრი "უდაბნოს ვარდები", არგენტინის უდაბნოებში - შავი ფერის "უდაბნოს ვარდები".

"უდაბნოს ვარდები" გვხვდება ბევრ ადგილას, სადაც ქვიშიანი უდაბნოებია. ქვიშის მაღალი შემცველობის გამო, ეს კრისტალები არ გამოიყენება მშენებლობაში. "უდაბნოს ვარდს" ძალიან აფასებენ კოლექციონერები და სამკაულების მოყვარულები. ბოლო წლებში ამ ლამაზ ქვებზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ალჟირის მთავრობამ აკრძალა მათი ექსპორტი.

ზოგ ქვეყანაში მიღებულია "უდაბნოს ვარდის" ჩუქება ვალენტინობის დღეს, როგორც განუყოფელი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოსი.

1
304
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
304
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1