x
image
თამილა გურაშვილი
ზვიად ტომარაძე: ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა დაიგეგმა...

image
"ვინც ჩემს სტატუსებს თვალს ადევნებს იცის, ვწერდი რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა დაიგეგმა. ეს ყველაზე მახინჯი და ქაოსის გარანტი ფორმატი იქნება! თუმცა ასე სჭირდებათ იმ საკანონმდებლო პაკეტების განხორცილებისთვის, რომელსაც ამდენი წელია დირექტივების სახით იღებდნენ და ჯერჯერობით წარმატებით ვერ მუშაობს.
გარდა ამისა, კოალიციური მმართველობა ეს არის პასუხისმგებლობის გადანაწილება ქვეყნის გარედან წამოსულ იმ მავნებლობებზე, რისი რეალიზებაც ქართულმა ოცნებამ ერთპიროვნულად ვერ მოახერხა...
სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო გუშინდელი აქცია, რომელიც ნაციონალების მიერ აქამდე ჩატარებული სხვა აქციებისგან განსხვავდებოდა:
1) გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და ფულით ჩამოიყვანეს თუ ბიტკოინებით, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
2) გამომსვლელების რიტორიკა და გზავნილები იყო ნაკლებად აგრესიული, აქცენტი გაკეთდა შერიგებაზე, რაც სწორედ კოალიციური მმართველობისთვის არის საჭირო.
3) გამომსვლელებში სჭარბობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ფურთხებაში დიპლომის მიმცემი მხატვარი, კირიელისონის მეგალობე, რეპერი, კომიკოსი... ეს პერსონაჟები სახალხო პროტესტად წარმოჩინებისთვის სპეციალურად იყვნენ შერჩეულნი.
4) კარგად მოფიქრებული გეგმა, 30 ოქტომბერს არჩევნებზე ნებისმიერი მიუღებელი შედეგის შემთხვევაში, შედეგების არაღიარება, რადიკალური პროტესტი და გაისად ვადამდელი არჩევნების ჩატარება..." - წერს ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე
0
259
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0