x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანტივაქსერების "შავი პარასკევი" - იტალიამ ყველაზე მკაცრი რეგულაციები დააწესა კოვიდ-19-ზე
image

დღეიდან იტალია გადადის სავალდებულო ვაქცინაციის სერთიფიკატებზე. როგორც საჯარო, ასევე კერძო საწარმოების და დაწესებულებების თანამშრომლებს 15 ოქტომბრიდან უფლება ეძლევათ იმუშაონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქნებათ ეგრეთ წოდებული "მწვანე საშვი", რომელიც შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ ან ჩანაწერს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი დაავადების შესახებ. მათ, ვისაც არ ექნება ასეთი დოკუმენტი, უნდა წარმოადგინონ უარყოფითი COVID-19 ტესტის პასუხები, რომელიც მოქმედებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში.


იტალია არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა ასეთი რადიკალური ზომების მიღება და თან ეს იქნა მიღებული საკმაოდ ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე.



ბოლო დროს, ქვეყანაში ახალი ინფექციების რიცხვი არ აღემატება 2/3 ათას ადამიანს დღეში, ხოლო ყოველდღიურად დაღუპულთა რიცხვი 30-40 ადამიანის ფარგლებში მერყეობს.



მარიო დრაგის მთავრობამ ახალი რეგულაციების შემოღების შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გააფრთხილა ქვეყნის მოსახლეობა . ეს ზომები მიზნად ისახავს დარჩენილი აუცრელი იტალიელების სტიმულირებას ვაქცინაციისთვის. იმ დროისთვის იტალიაში სრულად აცრილია მოსახლეობის 75%.


მაგრამ ამავე დროს, გაიზარდა აცრის მოწინააღმდეგეთა აქტივობა, ასევე იმათიც, ვინც მიიჩნევს, რომახალ რეგულაციები ცუდად აისახება საწარმოების მუშაობის რიტმზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.


იტალიელებს წინასწარ გააფრთხილეს, რომ 15 ოქტომბრიდან სამსახურში მისვლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ვაქცინაციის მოწმობის წარდგენით. მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელი მოაწერა პრემიერ -მინისტრმა დრაგიმ, გამოქვეყნდა 21 სექტემბერს. დოკუმენტში ასევე იყო გათვალისწინებული ალტერნატივები: დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გადატანილ COVID-19- ს, ან უარყოფით კოვიდ ტესტს, რომელიც მოქმედებს 48 საათის განმავლობაში. ამ გზით, ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას თქმით, იტალია შეძლებს დაიცვას თავი პანდემიის ახალი ტალღებისგან.


მთლიანად პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 4, 7 მილიონი ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 131 000.

0
561
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0