,,ფოტოშოპი 1909 წელს" - ხერხები, რომლითაც წარსულში პროფესიონალები ფოტოსურათებს ცვლიდნენ
თანამედროვე მსოფლიოში ფოტოების ფოტოშოპით დამუშავება ჩვევად იქცა, ყველა ჩვენგანს ასე თუ ისე დაუმუშავებია საკკუთარი ფოტოები, იქნება ეს ზედმეტის ჩამოჭრა თუ ფილტრის შეცვლა. რა თქმა უნდა სასაცილოა, როცა რედაქტირება ფოტოებს ძალიან ეტყობათ, მაგრამ ცუდი იმასი არაფერია, თუკი სურათებს ოდნავ მაინც დავამუშავებთ.
როგორც აღმოჩნდა, ფოტოების დამუშავებით 112 წლის სინაც იყვნენ დაკავებულნი და კარგადაც გამოსდიოდათ. წიგნიც კი არსებობს Complete self-instructing library of practical photography», სადაც დეტალურადაა აღწერილი ის ხერხები, რომლებსაც პროფესიონალები მიმართავდნრენ ფოტოების დამუშავების დროს.
1. 150 წლის წინანდელი ფოტოსურათი დამუშავების შემდეგ
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1868 წელს და მისი მიზანი იყო ფოტოგრაფების მომზადება გადაღებისთვის, რეტუშირებისთვის, არასრულყოფილების მოსაშორებლად და მხატვრული ეფექტების დასამატებლად. წიგნის დასკანერებული ასლი გამოქვეყნდა 1909 წელს.
2. თავდაპირველად ფოტოგრაფები მხოლოდ ამას აძლევდნენ კლიენტებს, მოგვიანებით კი მათი დამუშავება ისწავლეს
3. "სველი კოლოდიონის პროცესის" გამოყენებით ფოტოსურათები უფრო “რბილი" ხდებოდა
4. მაგრამ როდესაც "სველი" პროცესი ჩაანაცვლა "მშრალმა", ფოტოსურათები უფრო მკვეთრიგახდა, რაც კლიენტების გარეგნობაში დეფექტებს აჩენდა.
ამის გამო ფოტოგრაფები იძულებულები იყვნენ თითოეული ფოტოსურათი ხელით დაემუშავებინათ, მხატვრები ფუნჯებს იყენებდნენ მათ მოსახატად და დეფექტების დასაფარად, მაგრამ ყველაფერ ამას დიდი დრო სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯობდა ნეგატივის მაშინვე დამუშავება, ამიტომ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყეს.
5. ფოტოგრაფები და მათი ასისტენტები ფანქარს იყენებდნენ ნეგატივების დასამუშავებლად. ფუნჯის დახმარებით აქრობდნენ ჭორფლს, ასწორებდნენ ცხვირს, ფონს, უცვლიდნენ სხეულს ფორმას. რთული მისახვედრი არაა, რომ ამგვარად ნეგატივს მხოლოდ შავ ფერებს უმატებდნენ და ამით ასწორებდნენ დეფექტებსაც.
6. ნეგატივის რედაქტირებისთვის ასევე იყენებდნენ დანასაც. მისი საშუალებით ამატებდნენ თმას, ასწორებდნენ სახის ფორმას და ფიგურას.
7. ჭორფლის გაქრობა სახიდან
8. რედაქტირება დანით. შუა ფოტოზე კარგად ჩანს რა ნაწილიცაა მოჭრილი
9. რა თქმა უნდა მხოლოდ ფანქარი და დანა არ გამოიყენებოდა. გამოიყენებოდა მოლბერტი, გამადიდებელი შუშა, ლაქების მოსაშორებელი ფუნჯი, რატუშირების სითხე, ნეგატივის ლაქი და გრავირების პასტა.
10. წიგნში წერია: “ დანის და ფანქრის გამოყენებით თქვენ ხატავთ და ასწორებთ, ამ ინსტრუმენტების წყალობით კი ნეგატივზე ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ"
11. სწორედ ამ ინსტრუმენტების საშუალებით მოაშორეს ამ ქალს ღაბაბი
12. მათი საშუალებით ნებისმიერი რამის ამოჭრა შეიძლებოდა სურათიდან
13. შეიძლებოდა თვალების “შესწორებაც"
14. ახატავდნენ თვალებსაც
15. შესაძლებელი იყო ტანსაცმლის დამატებაც
16. კლიენტებს ქანდაკებებადაც კი აქცევდნენ