კულტურა "თავის ქალაზე მონადირეები"-როგორ ცხოვრობენ ფილიპინების კორდილერას ტომები დღეს 2021, 13 ოქტომბერი, 22:36 ფილიპინებში დღეს ცხოვრობენ მთის ტომები, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებს. დედამიწის ამ კუთხეში, იდეალისტური პეიზაჟებით, ქალები ისევ სოფლის მეურნეობას მისდევენ, მამაკაცები კი აკეთებენ საოჯახო საქმეებსა და ბავშვებთან ერთად სხედან. ადრე მამაკაცები ნადირობდნენ, მაგრამ ამ საქმიანობამ დაკარგა აზრი, ძლიერი სქესი სამუშაოს გარეშე დარჩა. მკითხველებისათვის ფილიპინების კორდილერაში ვირტუალური მოგზაურობა მეტად საინტერესოა.
ფილიპინების კორდილერას ტომები არასოდეს იყო ერთიანი ხალხი. ტერმინი "იგოროტი" ტაგალურია და ნიშნავს "მთიელს", ან "ადამიანს მთებიდან". ამ სახელით მოიხსენიებენ კორდილერას ყველა მთის ტომს. ადამიანები, რომლებიც ადრე ცნობილი იყვნენ, როგორც "თავის ქალაზე მონადირეები" და მათი ეშინოდათ, დღეს, 21-ე საუკუნეში დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობით. მემცენარეობა აქ ქალების საქმეა, მამაკაცებისა კი - ნადირობა და თევზაობა, საოჯახო საქმეები, ბავშვების მოვლა.
ფოტოზე მარცხნივ ხედავთ ერთ-ერთ უხუცეს ადამიანს, აბრას პროვინციის სოფლიდან, მარჯვნივ - ერთ-ერთი უხუცესი მამაკაცი კანკანიდან. ფოტოზე მარჯვნივ გამოსახულ 92 წლის იგოროტს ჰყავს 9 შვილი და 30-ზე მეტი შვილიშვილი. მას უკეთია ღორისა და ნიანგის ძვლებისაგან დამზადებული ყელსაბამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა. კორდილერაში მრავალი განსხვავებული საზოგადოება არსებობს, ქსოვის წყალობით. ფოტოზე ხედავთ კალინგელ (კალინგა - პროვინცია) ქალს, რომელიც საკუთარ სახლში ქსოვს. უნდა აღინიშნოს, რომ საგადაში ყველა ბიზნესი იგოროტებს ეკუთვნის. ფოტოზე გამოსახულია ალანი, საგადას მთიანი პროვინციის მკვიდრი, რომელიც ამოწმებს ფუტკრის სკებს. ის აგროვებს მთის თაფლს და ყიდის პროდუქტებს საკუთარი რესტორნის კლიენტებზე. კორდილერას ერთ-ერთი უნიკალური ასპექტია ის, რომ იგოროტები არსებითად ავტონომიური საზოგადოებაა, რომელიც დანარჩენი ფილიპინებისაგან იზოლირებულად ცხოვრობს. ფოტოზე კალინგას პროვინციელი ცოლ-ქმარი არჩევს ლობიოს სადილისათვის ბევრი სხვა ტომისაგან განსხვავებით, იგოროტებმა შეძლეს თავიანთი მიწების უმეტესობის შენარჩუნება. ამასთანავე, ამ მთიან რეგიონებში არაა არცერთი მაღაზია და იგოროტები უმეტესწილად ცხოვრობენ ისე, როგორც საუკუნეების წინ მათი წინაპრები.
ტურისტები მთებში ბოლო წლებში კორდილერაში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. საგადას პროვინციაში სასტუმროებში მათთვის ნომრები არ ყოფნით, განსაკუთრებით დღესასწაულების დროს. მანილადან ჩამოსული ტურისტები უყურებენ ადგილობრივ მცხოვრებს, სიგრიდს, რომელიც ძერწავს თიხის დოქს
ერთობლივი სადილობა და კომუნიკაცია იგოროტების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების მთავარი ნაწილია. სადილის მერე მამაკაცები 1-2 ჭიქას გადაკრავენ, ხოლო ქალები ჭურჭელს რეცხავენ. კერძების უმრავლესობა მზადდება ღია ცეცხლზე. ღამით გასანათლებლად გამოიყენება ფიჭვის ფისი, აქ არ აქვთ ნავთქურები იგოროტი ქალი (ტინგუანის ტომი) ეწევა კორდილერაში კულტურისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია ბრინჯი. მთელი წელიწადი დაკავშირებულია ბრინჯთან: ასუფთავებენ მინდვრებს, თესავენ მას, აფრთხობენ (აცილებენ) ჩიტებს, კრეფენ და აშრობენ ბრინჯს და ა.შ. ბრინჯის მინდვრები კორდილერაშიბრინჯის გარდა, ფილიპინების მთებში ხარობს ყავა, რაც ადგილობრივების რაციონის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია: ადამიანების უმეტესობა დღეში დაახლოებით 10 ჭიქა ყავას მიირთმევს. კანკანელი ქალი, შვილიშვილით ხელში მიირთმევს ყავას, ბრინჯის ტერასებიდან შუადღის შესვენებაზე მოსული სამუშაოს მერე შეიძლება განტვირთვა ჭადრაკის თამაშით იგოროტები ნადირობენ გარეულ ღორებზე, ირმებსა და ფრინველებზე. ფოტოზე გამოსახულ გარეული ღორის თავის ქალების კოლექციაში ერთ-ერთი მონადირის თავის ქალაცაა გასული საუკუნის 80-იან წლებში ფილიპინელი სამხედროები მოვიდნენ იგოროტების სოფელში და ყველა მცხოვრები მოკლეს. სამხედროები დღემდე ებრძვიან მთებში დამალულ კომუნისტ მეამბოხეებს. ფილიპინების კორდილერას ტომებში აქტუალურია ტატუირების ხელოვნება (ბატეკი). მთიელი ქალი ამზადებს ფაფას ადგილობრივი უკეთებს ტატუს ტურისტს მანილადან ბრმა ქალი მიდის სახლში 134 შეფასება არ არის
|