x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„ოსკარზე“ წარსადგენ ქართულ ფილმში მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებს
imageგამოვლინდა " ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმი, რომელიც სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.



ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.


წელს, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, კიდევ 2 ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე) და „პერსონა #2“ (რეჟისორი ნინო ბასილია).

image


“მეოთხე ბრაიტონი” მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ნიუ-იორკში, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს თავის შვილს ბრაიტონიდან და გადაარჩინოს ის ვალისგან.


ქართველები, აზერბაიჯანელები, რუსები, ყაზახები, ებრაელები.. პოსტსაბჭოთა ნეორეალიზმი შტატებში, ქართული ტრაგიკომედია იმაზე, თუ როგორ მთავრდება ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისათვის ოცნებები ამერიკაზე.


image

მთავარ როლს ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელსაც მანამდე მაყურებელი იცნობს ფილმით "ხარება და გოგია".


ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.


ლევან კოღუაშვილის ფილმმა “მეოთხე ბრაიტონი” Tribeca-ს კინოფესტივალზე 3 მთავარი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის, სცენარისა და საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლის (ლევან თედიაშვილი)კატეგორიებში

image

0
289
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0