x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დიმიტრი ყოჩიაშვილი: "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი-დასაკარგავი!"

image
"კახეთი დღეს უკვე ლიდერია დადებითობის მაჩვენებლით! დედოფლისწყარო კი კახეთში ერთ ერთი მოწინავეა, ეს იმიტომ, რომ არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, ნიღბები მხოლოდ მოსაჩვენებლად გვიკეთია და აცრებიც ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით სოფლებში! დღეობებსა სუფრებს ძველებურად ვაგრძელებთ! იმედი გვაქვს, რომ სხვას შეიძლება შეხვდეს კოვიდი, მაგრამ ჩვენ არა!..
რამდენი მაგალითია კიდევ საჭირო, რამდენი ჩვენი საყვარელი ხალხის სიცოცხლეა საჭირო, რომ დავრწმუნდეთ ამ ინფექციის ვერაგობაში? გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და ამით გაუფრთხილდით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს!

კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა და კიდევ 37 გარდაცვლილი!!! ეს კატასტროფაა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც გრძელდება თითქმის დაუსრულებლად!....
გთხოვთ, უმორჩილესად, გაიკეთეთ აცრები- ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ გიშლით, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, გაუფრთხილდით ერთმანეთის სიცოცხლეს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს! .... "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი-დასაკარგავი!"- წერს დედოფლისწყაროელი ექიმი დიმიტრი ყოჩიაშვილი
0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0