x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
დედოფლისწყაროს რომელ საბავშვო ბაღებში დადასტურდა კოვიდ შემთვევები და სად შეწყდა სწავლა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 საბავშვო ბაღში კოვიდინფექციის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დედოფლისწყაროე ტელევიზიის ინფორმაციით, ბაღები ორი კვირით დაიხურა.


დღეს დილიდან სასწავლო პროცესი შეწყდა ზემო ქედის #1 საბავშვო ბაღში, რადგან რამდენიმე დღის წინ ბაღის ერთერთ თანამშრომელს ჯერ ვირუსის სიმპტომები დაეწყო, ტესტირების შემდეგ კი მას კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ.


როგორც დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრში განმარტავენ, თითოეულ დაწესებულებაში ერთი შემთხვევის დადასტურებისთანავე ბაღი დროებით იხურება. ასეთი კი ამ დროისთვის სულ ხუთი საბავშვო ბაღია:



„კოვიდ ინფექციის დადასტურების გამო დახურულია სოფლების: ხორნაბიჯის, ზემო მაჩხაანის, სამთაწყაროს, ზემო და ქვემო ქედის საბავშვო ბაღები, “ - უთხრეს დედოფლისწყაროს ტელევიზიას სააღმზრდელო ცენტრში.


როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჩამოთვლილ საბავშვო ბაღებში სწავლა ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლისთანავე აღდგება.

.

როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი განმარტავს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში სულ 3035 კოვიდ ინფიცირებული აღირიცხა, გარდაცვლილია 44 მოქალაქე. ამ დროისთვის დღეში საშუალოდ 40 ახალი კოვიდ ინფიცირებული მოქალაქეის გამოვლენა ხდება დედოფლისწყაროს მასშტაბით.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0