x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორია მდინარე ომოს ხეობის ტომების ცხოვრება და წეს-ჩვეულებები
image



პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ კუთხეში, ეთიოპიის ცენტრში ცხოვრობს 20-მდე ველური ტომი. ყველა მათგანი განსხვავებულია, თუმცა აქვთ მსგავსი ცხოვრების წესი. მამაკაცები მესაქონლეობასა და ნადირობას ეწევიან, ქალები ბავშვებს ზრდიან და მიწას ამუშავებენ, ხოლო ხანდაზმულები ხელმძღვანელობენ ყველას. მათ უყვართ გაპრანჭვა, მორთვა. ადამიანებს არსად ეჩქარებათ და გაპრანჭვას უთმობენ საკმაოდ დიდ დროს, სამკაულები საჭიროა საქმროზე/საპატარძლოზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ან მტრის დასაშინებლად.

მდინარე ომოს ხეობაში მცხოვრები ტომების წეს-ჩვეულებები მეტად საინტერესოა. თითოეული ტომი პატივს სცემს საკუთარ ღმერთებს და ასრულებს რიტუალებს. მაგალითად, შემოდგომაზე, მოსავლის აღების მერე, სურმასა და მურსის ტომები აწყობენ რიტუალურ ბრძოლებს ორმეტრიან "დონგას" ჩხირებზე და ეს მიიჩნევა აფრიკაში ყველაზე სასტიკ შეჯიბრად. ამ ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთი რამაა აკრძალული - მოწინააღმდეგის მოკვლა. ყველა სხვა ქმედება დაშვებულია (ჯოხით დარტყმა საზარდულში, ან თავზე). ახალგაზრდა მამაკაცებისათვის ეს ბრძოლა დავაჟკაცების, ზრდასრულობის ცერემონიაა, ხოლო კაცებისათვის საშუალებაა, რომ ქალების წინაშე მოახდინონ საკუთარი ძალების დემონსტრირება. მთავარ გამარჯვებულს ერგება იმ მიდამოს ყველაზე ლამაზი გოგონა. მამაკაცების უმეტესობა იბრძვის აბსოლუტურად შიშველი, ან ფერადი ქსოვილი მსუბუქად უფარავს სხეულის პიკანტურ ადგილებს. ომოს ხეობის მცხოვრებნი ამაყად მიდიან ორთაბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მტკივნეული პროცესია.

image



image




image


image



image

0
278
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0