x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
გარდაცვლილის დედა: „ვფიქრობ, ჩაეძინა და მგელმა დაგლიჯა... სახე საერთოდ აღარ აქვსო“

image


ახალი დეტალები გახდა ცნობილი გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ, რომლის ცხედარიც ოცდღიანი ძებნის შემდეგ საგარეჯოს სოფელ მზისგულში იპოვეს. როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, ცხედარი შემთხვევით მონადირეებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს.


გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ღამით მამაკაცი შემაღლებულ გორაზე ავიდა, რათა ადგილმდებარეობა გაერკვია. ცხედარი იმდენად დაზიანებულია, ის ოჯახის წევრებს არც უნახავთ.


ოცდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი 35 წლის ლევან ბეჟაშვილის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და თვლის, რომ მისი შვილი გარეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს. ნათელა ბუჩუკური ვარაუდობს, რომ გარდაცვლილს გზა აებნა და ღამით ტრანსპორტის პოვნაც ვეღარ მოახერხა.


.

"რამდენ ხანს ვეძებდით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საგარეჯოსთან იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ მას გზა აებნა, ტელეფონიც აღარ ჰქონდა, ვერც გაანათა იმის გასარკვევად, სად მოხვდა. მიტომაც არის ასული პატარა გორაზე, რომ დაენახა, საით წასულიყო. ამის შემდეგ, ვფიქრობ, დაღლილს ჩაეძინა და გარეულმა ცხოველებმა, უფრო ალბათ მგელმა დაგლიჯა. მე არ მინახავს, მაგრამ მეუბნებიან, რომ სახე საერთოდ აღარ აქვს" - განაცხადა ბუჩუკურმა.

,

ამ ეტაპზე პასუხგაუცემელია შეკითხვა, რა გზით და რატომ აღმოჩნდა დაკარგული მამაკაცი საგარეჯოს სოფელში, მაშინ როცა პირიქით, ის ჩალაუბნიდან დედოფლისწყაროში დაბრუნებას ცდილობდა, მზისგული კი თბილისის მიმართულებით, უკან გაბრუნებას ადასტურებს. ეს სოფელი გურჯაანის სოფელ კაჭრეთს ესაზღვრება. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.



დედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, სამაშველო სამსახურების გარდა დაკარგულ მამაკაცს დედოფლისწყაროში შექმნილი მოქალაქეთა მოხალისეობრივი ჯგუფიც ეძებდა. დედოფლისწყაროდან ჩალაუბნამდე ტერიტორიია მოხალისეებმა შეამოწმეს. გადაისინჯა ხორნაბუჯის ციხის მიმდებარე ტყეც.


,


ბეჟაშვილის დედა შვილის გაუჩინარების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისმა შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს კი დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.



როგორც დაკარგულის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, უკანასკნელი ზარი მამაკაცმა ოჯახში უცნობი გამვლელის ტელეფონიდან განახორციელა.



"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა. 19-შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა დასაბრუნებლად. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც პოლიციაც, სამაშველოც, მეგობრებიც მაგრამ არსად ჩანს." -- აღნიშნავდა დაკარგულის დედა, ნათელა ბუჩუკური.

0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0