სიახლეები "ბირთვული აფეთქების საფრთხე არ არის"-ამერიკული წყალქვეშა ნავი უცნობ ობიექტს შეეჯახა 2021, 8 ოქტომბერი, 15:47 ![]() პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების Seawolf USS Connecticut ბირთვული წყალქვეშა ნავი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო წყლებში ჩაყვინთვისას უცნობ ობიექტს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, სუბმარინი დაზიანებულია, თუმცა, ის მწყობრშია. ინციდენტი მოხდა 2 ოქტომბერს, თუმცა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პენდაგონმა მხოლოდ ახლა გააჟღერა. ამერიკის სამხედრო დეპარტამენტის პრესსამსახური ირწმუნება, რომ წყალქვეშა ნავი "უსაფრთხო და სტაბილურ მდგომარეობაშია", არაფერი ემუქრება მისი ეკიპაჟის სიცოცხლეს, ხოლო ბირთვული მანქანური დანადგარი არ დაზიანებულა.იუწყება გამოცემა USNI News-ი. თუმცა სამხედროები არ აზუსტებენ, იყო თუ არა საბრძოლო ბირთვული ქობინები წყალქვეშა ნავზე. ![]() Connecticut (კონექტიკუტი) - Seawolf (ზღვის მგლების) კლასის სამი სუბმარინიდან ერთ-ერთია, რომელიც ცივი ომის დასასრულს ჩაუშვეს წყალში საბჭოთა წყალქვეშა ნავებთან დაპირისპირების მოლოდინში. ის კვლავ ითვლება აშშ -ს საზღვაო ძალების ერთ -ერთ საუკეთესო წყალქვეშა ნავად. 714 5-ს მოსწონს
|