x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
დამალული სანაპირო - მექსიკა
image

მექსიკაში, მარიეტას კუნძულზე, პუერტო ვალარტას აღმოსავლეთით ვულკანური წარმოშობის კუნძულზე, დამალული სანაპირო მდებარეობს, რომელიც იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძლადაა გამოცხადებული.

  • ვულკანური წარმოშობის მიუხედავად, ამ ადგილის შექმნის ისტორია სულ სხვანაირია

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეს ტერიტორია დაუსახლებელი იყო, მექსიკის მთავრობა კი სამხედრო ტესტებს ატარებდა, ერთ-ერთი გამოსაცდელი ბომბის ჩამოვარდნის შედეგად კი ულამაზესი და იდუმალი ადგილი გაჩნდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტალღებმა ეს ადგილი ქვიშით შეავსო, რითაც მოგზაურთა საოცნებო ადგილი მივიღეთ.

ათასობით ტურისტის სტუმრობის გამო დაფარული სანაპირო დაბინძურდა, რის გამოც 2016 წელს ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში 116 მნახველის მოხვედრა დაიშვა.

  • როგორ მოვხვდეთ დამალულ სანაპიროზე?


იდუმალ სანაპიროზე მოხვედრა 24 მეტრიანი გვირაბის გადაცურვითაა შესაძლებელი, ამ ადგილზე მოხვედრის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგრჩებათ.

წარმოიდგინეთ სანაპირო, მზით, ჩრდილით, ხელშეუხელებელი წყლითა და კონკრეტული რაოდენობის ადამიანით, უბრალოდ შესანიშნავია.

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0