შოუბიზნესი ,,ეს სრული ისტორია არაა"- რატომ დუმდა ემილი რატაკოვსკი რობინ ტიკის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 წელი? 2021, 7 ოქტომბერი, 13:07
რამდენიმე დღის წინ ახალი სკანდალი აგორდა სექსუალური შევიწროების შესახებ. ცნობილმა მოდელი ემილი რატაკოვსკი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვებას აპირებს. წიგნიდან კი ნაწყვეტი გამოაქვეყნეს, სადაც ემილი Blurred Lines ის შემსრულებელს, რობინ ტიკს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს გადაღებებზე. ცნობილი სიმღერის კლიპის გადაღებებზე 2013 წელს, რომელმაც ტიკი და ემილი რატაკოვსკიც ცნობილი გახადა, მომღერალი ნასვამი იყო და იმდენად “შევიდა ეშხში", რომ მოდელს შიშველ მკერდზე ხელი წაავლო და მოუჭირა. მოდელის თქმით ამ დროს კლიპის რეჟისორმა გადაარჩინა, რომელმაც გადაღება შეწყვიტა და ტიკს დაუყვირა. ეს ინციდენტი რეჟისორმა, დაიან მარტელმაც დაადასტურა მედიასთან. ”მახსოვს ის მომენტი, როდესაც მან მკერდზე მოუჭირა, ორივე ხელით თითოზე. ის მის უკან იდგა, ჩემი ბრუკლინური, ძალიან აგრესიული ხმით დავუყვირე: „რა ჯანდაბას აკეთებ, საკმარისია! გადაღება დასრულებულია! " რეჟისორმა ისიც დაამატა, რომ ამ ამბის შემდეგ ტიკმა მორცხვად მოიხადა ბოდიში: “მეეჭვება ასეთი რამ გაეკებინა ფხიზელი რომ ყოფილიყო."
491 1-ს მოსწონს
|