x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას უნდა ნიშნავდეს "ყურძნის შეწუხება"?

imageყოფილი პოლიტიკოსი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოკუმენტური სერიალის "ჩვენი საქართველოს " ავტორი და წამყვანი ვასლი მაღლაფერიძე საინტერესო ტერმინზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანელმა მეგობარმა მიაწოდა:


ყურძნის შეწუხება - ასეთი გამოთქმა აქამდე არასდროს გამეგონა, ჩემმა მეგობარმა საუბრისას უცებ სიტყვას მოაყოლა.
ქართული მშვენივრად იცის, თუმცა, აზერბაიჯანელია და ან პირდაპირ თარგმნა აზერბაიჯანულიდან, ან თავად შეთხზა, თუმცა, შეიძლება, არსებობს ეს გამოთქმა და მე არ გამიგია.
რას გულისხმობ, შეწუხებაში-მეთქი ვკითხე და ყურძენს შაქრით რომ აწვალებენ, ვითომ ღვინოს აყენებენო.
ზედმიწევნით ზუსტი გამოთქმაა - ყურძნის შეწუხება და შაქრით წვალება, შიგ კაკალ გულში ურტყამს და გვახსენებს იმ მანკიერ სენს, რაც მსოფლიოს მიერ აღიარებულ ღვინის ქვეყანაში გვჭირს და ჯერაც ვერ მოგვირჩენია.
ჩვეულებრივი სურათია - სუფრაზე სართულებად ჩალაგებული ათასნაირი ხორაგი, რისთვისაც ფული არ გვენანება, ხოლო ერთმანეთს კი ვადღეგრძელებთ შეწუხებული და ნაწვალები ვითომ ღვინით, რაც, სინამდვილეში, საწამლავია.
P.S. ბუნებაში ნაგვის დაყრაც ცუდი სენია!
Ramilia Aliyeva-"წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.

"

0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0