x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალმა სახლში შეჭრილ ქურდთან ღამე გაატარა,დილით კი პოლიცია გამოიძახა
image

კოტეჯის დისახლისის თბილი დახვედრის მიუხედავად, მამაკაცი მაინც ცდილობდა მისგან დიდი თანხის მოპარვას.



40 წლის ელენა (სახელი შეცვლილია) ისვენებდა მძიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში, ზვენიგოროდის მახლობლად, მის გარდა იმ ტერიტორიაზე არავინ იყო.


ქალი პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ნერვიულობდა და ამიტომ დალია ცოტაოდენი ღვინო.



ელენა თითქმის ჩაძინებული იყო, როდესაც რაღაც შარიშურის ხმა მოესმა. მან თვალები გაახილა და მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. ელენას არ შეშინებია და იმის ნაცვლად, რომ პოლიცია გამოეძახა, მან დაუპატიჟებელ სტუმართან საუბარი გააბა.


მამაკაცი მას საკმაოდ მომხიბვლელად მოეჩვენა და თავად კაცის არ მალავდა ინტერესს სახლის დისახლისის მიმართ. ძალიან მალე ორივენი საწოლში აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც ჩახუტებულებმა დაიძინეს.


კოტეჯის დიასახლისის თბილი დახვედრის მიუხედავად, დაუპატიჟებელ სტუმარს არ დაავიწყებია თავისი ვიზიტის მიზანი და სანამ ელენას ეძინა, მან გაჩხრიკა სხვა ოთახები. ერთ -ერთ მათგანში მამაკაცმა აღმოაჩინა სეიფი, საიდანაც დიდი თანხა აიღო. ღამის სტუმარი ულვე აპირებდა სტუმართმოყვარე ქალის სახლის დატოვებას, მაგრამ დრო აღარ ეყო. აღმოჩნდა, რომ დიასახლისმა თურმე გაიღვიძა და თვალს ადევნებდა ქურდს, მან უკვე გამოიძახა პოლიცია. მძარცველ-საყვარელმა ვერ მოასწრო მიმალვა, ის სწორედ სახლის ეზოში დააკავეს.


- დავაკავეთ 35 წლის მამაკაცი, წარმოშობით სომხეთიდან, რომელიც ქალაქ ზვენიგოროდში შეიპარა სახლში და მოიპარა ფული- ნახევარი მილიონი რუბლის ოდენობით. - იუწყება kp. მძარცველის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოპარული ფული მფლობელს დაუბრუნდა.

0
1839
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0