x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
ყველანაირი “იზმი”, – “ჰიტლერიზმი”, “სტალინიზმი”, “მიშიზმი”, “ბიძინიზმი”, ერის სირცხვილი და სნეულებაა-ირაკლი შიხიაშვილი
image

“კაცს, რომელსაც არ უყვარს ოჯახი!; კაცს, რომელიც არ გაზრდილა ნორმალურ ოჯახში!;


კაცმა, რომელმაც არ იცის ერთგულება!; კაცს, რომელსაც არ ჰყავს ბავშვობის მეგობრები!;


კაცმა, რომელმაც არ იცის და პატივს არ სცემს საქართველოს ისტორიას!;



კაცი, რომელიც მტერია მართლმადიდებლობის!; კაცს, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი მფრინავი მენინგიტის გამო, არა ჯანსაღი ფსიქიკა აქვს!;


კაცმა, რომელმაც ათასობით ოჯახი გააუბედურა და ასობით ახალგაზრდა შეიწირა!


კაცი, პრეზიდენტყოფილი, რომელმაც უთავმოყვარეოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინის მთავრობის სხდომაზე, უკრაინის შსს მინისტრ, სომეხ ავაკოვს, უკრაინელობაში ეჯიბრებოდა-ექიშპებოდა!;


კაცი, რომელიც ხარობს საქართველოს წარუმატებლობით და ყალბი გულშემატკივრის ნიღაბქვეშ ცდილობს საქართველოს სახელის გატეხვას!;


კაცი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც პოლიტიკური მაწანწალა!


კაცი, რომელიც ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილით, დუჟმორეული, საქართველოში შფოთის, სამოქალაქო დაპირისპირების, რევოლუციის მოხდენას ცდილობს მუდმივად!;


კაცი, რომელიც ლაჩარი მხედართმთავარია და საქართველოს ტერიტორიების დამთმობია!;


კაცმა, რომელმაც გაყიდა გარეჯი!;


კაცმა რომელმაც, რუსებს ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა!;


კაცი, რომელიც შეპყრობილია ნერონივით და კალიგულასავით უკიდეგანო განდიდების მანიით!;


მგონი ლეგიტიმური კითხვა მაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რატომ უნდა გინდოდეს ასეთი “კაცი”, კვლავ თავზე დაისვა?!


თუ ოცნების მმართველობა უნდა შეიცვალოს, რაღა ამ უკვე კარგად ნაცნობი სიმახინჯით?!


ვიღაც დამიწყებს მტკიცებას, მის ნიჭიერებაზე:))), ენების ცოდნაზე:))) კრიმინალის დამარცხებაზე:))) ბათუმის აშენებაზე:)))


მათ გასაგონად ვიტყვი, სააკაშვილი, ჰიტლერზე მეტად არც განათლებულია, არც ჰიტლერზე მეტი აუშენებია და არც ჰიტლერზე მეტად აულაგმავს კრიმინალი, მაგრამ…. :)))


ჰიტლერიზმის სენით შეპყრობილობისთვის გერმანელი ხალხი დღებდე ბოდიშს უხდის მსოფლიოს!


ყველანაირი “იზმი”, “ჰიტლერიზმი”, “სტალინიზმი”, “მიშიზმი”, “ბიძინიზმი”, ერის სირცხვილია და სნეულება!


სჯობია, ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ ჩვენი შვილებისთვის!


თორემ მიშა, ჩვენი წარსულის სამარცხვინო ფურცელია”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული მარშის” გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი.

9
212
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
6 ოქტომბერი, 22:52
..ახლა სჭირდებათ ზვიადი ,იციან რომ რაღაც კატეგორია აფანატებს მაგათზე..მოკვდა და მითიც შეიქმნა და ამ მითს უფრო და უფრო აღრმავებენ... თან ახლა თაობასაც აქლიავებენ და კუმირად გამოჰყავთ..თორემ გუბაზამაც კარგად იცის და შიხიაშვილმაც რა შაიზოფრენიკიც იყო გამსახურდია ..რამდენჯერ მაქვს ნათქვამი-გამსახურდიამ 1 წელიწადში იმდენი შეცდომა დაუშვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში და + ეკონომიკურ საკითხებში,რაც არცერთ მის შემდგომს ერთად აღებულს
6 ოქტომბერი, 20:35
არაა გასაკვირი მისგან, გუბაზ სანიკიძე ციტირებს ზვიადის იდეებით და აზრებით ყველა პარაზიტი მიზიდული რომ იყოს სეფე–პარაზიტთან რა გასაკვირია???
6 ოქტომბერი, 20:14
მაგაზე არ ვდაობ,დაგეთანხმეთ კიდეც :) უბრალოდ,ამ მარშიანელის მოტივაციაზე დავწერე. შეგნებულად არ თქვა,რომ რაღაც სამიზნე აუდიტორიასთან თავი "გამოეჩინა".

ზვიადი მართლა არ იყო ის პიროვნება,ვისაც ეგეთი ფანატიკოსები სურდა და არც განდიდების მანია აწუხებდა. მერე გააღმერთეს და ცამდე აიყვანეს. ვინც ჩამოთვალა,ყველას ეგ სჭირდა მეტნაკლებად.
6 ოქტომბერი, 19:42
ფანატისტურ და სექტანტურ კონტექსტში ზვიადი მახსენდება პირველ რიგში... არ გახსოვთ შავოსანი ქალბატონები სახეს რომ იხოკავდნენ ზვიადი-ზვიადის ხავილით??? მისი სიკვდილიდან რამხელა დრო გავიდა და დღემდე სჯერავს ბევრს რო ზვიადი ცოცხალია და როცა ძალიან გაუჭირდება საქართველოს ის გამოჩნდება... ზვიადისტებს საკუთარი გვერდიც აქვთ ვიკიპედიაზე... :D :D
6 ოქტომბერი, 17:08
რა ცუდია,როცა ვერ ერკვევით პოლიტიკური პოპულიზმის და ხალხის გულის მოგების "მასტერკლასში". ზვიადიზმით რო დაეწყო,ხომ გაანაწყენებდა ერსს და მიშიზის ან ბიძინიზმისთვის დადებითობის მანიშნებელი იქნებოდა. თან ეს ზვიადი არ იყო ეგეთი პიროვნება,სხვა საქმეა ხალხმა როგორ აიტაცა და გააღმერთა. თუ რაიმეიზმის დამატება გინდოდათ,მაშინ პუტინიზმი გეთქვათ და ამ კაცზე შესაფერისი იქნებოდა.
6 ოქტომბერი, 16:56
ეგ ვიფიქრე ზუსტად...მაქედან უნდა დაეწყო)))
6 ოქტომბერი, 16:23
ზვიადიზმი, შიზოფრენია "ჰაი ლეველის"...
0 1 9