x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"მეც ვუმასპინძლე მიშას – დამიჭირეთ!” - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი საქართველოს მესამე პრეზიენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ექს - პრეზიდენტის ციხეში ყოფნას ქვეყნის სირცხვილად აფასებს. სარიშვილი ასევე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას სოლიდარობას უცხადებს და უახლოეს დღეებში, პრეზიდენტისა და მათ დასახსნელად გამართულ მასშტაბურ აქციამდე, საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ერთგვარ ჩელენჯს სთავაზობს: "სანამ ქუჩაში გავსულვართ, სოციალური ქსელის აქცია–ჩელენჯი:1 ოქტომბერს მეც ვუმასპინძლე მიშას - დამიჭირეთ! # სოლიდარობაწოწორიებსდაცომაიას. არის ჩვენ შორის ვინმე ვინც მიხეილ სააკაშვილს არ შეიფარებდა? თუ არის, აქედან გააჯვას და ვინც შევიფარებდით, დაგვიჭირეთ მაშინ ყველა! მიდით! ვერ მივცემ თავს უფლებას და ვერ შევძახებ ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების ციხეში მყოფ მიშას, რომელიც უვადო უშიმშილობას აცხადებს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, – მიდი მიშა, მაგარი ხარ! მიშა კია მაგარი, მაგრამ ჩვენ – ვისი გულისთვისაც გადადო მან თავი, რას ვაკეთებთ იმ საქმისთვის, რისთვისაც მიშა თავს წირავს – აქ ვაკაკუნებთ?! ვიყოთ ყველა მაგრები! ყველა! ჩვენი სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა! სირცხვილი!" - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ელგუჯა ცომაია, ზურა წოწორია და შალვა წოწორია, ძებნილი მსჯავრდებულის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით წინასწარ ორთვიან პატიმრობაში არიან გამწესებულები. ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა - 4 ოქტომბერს, მამა-შვილს, ზურა და შალვა წოწორიებს კი, - 5 ოქტომბერს შეუფარდა.







0
762
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
762