x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უცნაური ფაქტები ეგვიპტის ფარაონის, ტუტანხამონის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იმპერიის სათავეში იდგა და რომელიც ოქროთი და ძვირფასი არტეფაქტებით სავსე სამარხში დაასაფლავეს, კიდევ რა იცით ეგვიპტის ფარაონის შესახებ?image

მას შემდეგ, რაც 1922 წელს ფარაონის სამარხი აღმოაჩინეს, ტექნოლოგიევბიც განვითარდა და სხვადასხვა ანალიზებისა თუ ტესტების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს რამდენიმე ფაქტის დამტკიცება.

1. ძველი ეგვიპტის ტახტზე ასვლამდე ტუტანხამონი ცნობილი იყო როგორც ტუტანჰატენი, ანუ "ატონის ცოცხალი გამოსახულება". ატონი იყო მზის დისკის გამოსახულების ცოცხალი განსახიერება, რომელსაც თაყვანს სცემდა მისი მამა ეხნატონი; ხოლო ამონი (ასევე ცნობილია როგორც ამონ-რა) ეგვიპტური მითოლოგიის მთავარი ღვთაება იყო. სახელის შეცვლა გულისხმობდა ტუტანხამონის საკმაოდ მნიშვნელოვან წინსვლას.image

2. მისი მშობლები ნათესავები იყვნენ. ისევე როგორც მე -19 საუკუნის ევროპული მმართველი ოჯახები, ინცესტი ძალიან გავრცელებული იყო ეგვიპტის სამეფო ოჯახში. მათ სჯეროდათ კეთილშობილური სისხლის ხაზების სიწმინდისა და ზოგადად ითვლება, რომ ტუტანხამონის მშობლები და-ძმანი იყვნენ.image

3. ამ დასკვნების მიუხედავად, მეცნიერებისთვის დღემდე დანამდვილებით უცნობია ვინ არის სინამდვილეში ტუტანხამონის დედა. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის იყო ცნობილი ნეფერტიტი, ან ეხნატონის ცოლი.image

4. მას მრავალი გარეგანი დეფექტი ჰქონდა. ინცესტის გამო, რომელიც სამეფო სისხლის სიწმინდეს იცავდა, ტუტანხამონს ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური დეფორმაცია. მას, ალბათ, ჰქონდა მძიმე მალოკლუზია, მოხრილი ხერხემალი, ძლიერ დამახინჯებული ფეხი, უკიდურესად თხელი თეძოები, მოხრილი სახე და ეპილეფსია. მას ასევე შეიძლება ჰქონოდა გამოხატული მკერდი. სავარაუდოა, რომ ტუტანხამონმა თავისი ხანმოკლე ცხოვრების უმეტესობა დიდ ტკივილებში გაატარა.image

5. სხვების დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. კოჭლობის გამო მას მუდამ სჭირდებოდა დამხმარე. სამარხში კი ასობით ხელჯოხი აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც გადაადგილდებოდა, ასევე პატარა სკამები, რომლებსაც ნადირობის დროს ეყრდნობოდა ისრით სროლის დროს.image

6. მას ორი მრჩეველი ჰყავდა. ვინაიდან ტუტანხამუნი მხოლოდ ცხრა წლის იყო, ტახტზე ასვლისას, მას სჭირდებოდა ძლიერი მრჩევლები, რომლებიც მას გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდნენ. მას ჰყავდა ორი გავლენიანი მოადგილე. ჰორემჰები, ეგვიპტური არმიის მთავარსარდალი, და დიდი ვეზირი აი, ასაკოვანი კავალერიის ჯარისკაცი, რომელიც ნამდვილ მრჩევლად ითვლებოდა ტახტს მიღმა.image

7. ფარაონი 9 წლის ასაკში დაქორწინდა. ტახტზე ასვლისთანავე ბიჭმა ნახევარ დაზე, ანხესენამუნზე იქორწინა. მასზე ცნობილი ბევრი არაფერია იმის გარდა, რომ რამდენიმე წლით უფროსი იყო და საერთო მამა ჰყავდათ. მსი დედა შეიძლებოდა ყოფილიყო ნეფერტიტი, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი ტუტანხამონის დედადაც მოიხსენიებს, ან ეხნატონის ცოლის შვილიც. ყველა ვარიანტში ის ან ნახევარ და იყო ან ნამდვილი და, ან საერთოდ დედინაცვალი...image

8. ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩინეს ორი პატარა კუბო, ორი ჩვილის, გოგონების მუმიფიცირებული ნაშთებით, რომლებიც სავარაუდოდ ტყუპები იყვნენ. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი ტუტანხამონისა და ანხესენამუნის ქალიშვილები იყვნენ. ერთ-ერთ ბავშვს დაუსვეს ხერხემლის სერიოზული დეფექტი და არცერთი მათგანი არ დაბადებულა ცოცხალი.image

9. ფარაონი სავარაუდოდ ფეხის მოტეხვის გამო გარდაიცვალა. არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ გარდაიცვალა ტუტანხამონი ახალგაზრდა ასაკში. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტუტანხამონი სავარაუდოდ გარდაიცვალა მალარიის ინფექციით, რომელიც მან მიიღო ფეხის მოტეხილობის შემდეგ. გენეტიკურად გადამდები დაავადებები რატომღაც უკავშირდებოდა ახალგაზრდა მეფის იმუნური სისტემის შესუსტებას, რამაც იგი დაუცველი გახადა მალარიის მიმართ.image

10. ეგვიპტური სამარხების წყევლის იდეა მე -19 საუკუნიდან მოდის, მაგრამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც 1922 წელს ტუტანხამონის საფლავი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოვარდ კარტერის საფლავის მაძიებელთა გუნდის რამდენიმე წევრი დაიღუპა საფლავის პოვნიდან რამდენიმე წელიწადში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე სახის წყევლა იყო მიზეზი. სინამდვილეში, მარტივი მათემატიკა ადასტურებს "წყევლის" იდეის მცდარობას: 58 ადამიანიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ საფლავისა და სარკოფაგის გახსნაზე, 50 ცოცხალი იყო ათი წლის განმავლობაში. გარდაცვლილთაგან ბევრი იყო ხანდაზმული, ან ჰქონდათ პროფესიები, რომლებიც მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა.image

11. ჰოვარდ კარტერის თავდაპირველმა გათხრამ საფლავი დააზიანა და ათწლეულების განმავლობაში გამოფენებმა და ტურისტთა სიმრავლემ დაიწყო გამოიწვია ხელოვნების ნიმუშების დაზიანება. 2014 წელს ეგვიპტემ წარმოადგინა სამარხის ვიზიტორებისთვის სპეციალურად შემქნილი ასლი, რომელიც 700 000 დოლარი დაუჯდათ.image

12. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ტუტანხამონის საფლავში შესაძლოა რამდენიმე პალატა იყო. მათ საფლავის სკანირება შეძლეს ინფრაწითელი თერმოგრაფიული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ზომავს ტემპერატურას მოცემულ ზედაპირზე. სკანირებამ აჩვენა, რომ საფლავის ჩრდილოეთ კედლის ზოგიერთი უბანი ტემპერატურის მიხედვით განსხვავდება დანარჩენი ოთახისგან. სავარაუდო ახსნა იქნება ის, რომ საფლავს შეიძლება ჰქონდეს კარი, რომელიც მიდის დამატებით ოთახებამდე.image

13. 2014 წელს ეგვიპტის მუზეუმის თანამშრომელმა შემთხვევით გატეხა ცნობილი ფარაონის წვერი ტუტანხამონის ნიღაბზე. ჯგუფი, მუზეუმის ხელმძღვანელთან ერთად ცდილობდა რელიკვიის სწრაფად შეკეთებას, წვერის ეპოქსიდური წებოთი და შედეგად ოქროს ზედაპირზე ნაკაწრები დატოვეს. . 2016 წლის მონაცემებით, რვა აკადემიკოსსა და თანამშრომელს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობის გამო.image

0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0