x
image
თამილა გურაშვილი
ზვიად ტომარაძე: საპატრიარქოს დუმილი კოვიდტერორზე დანაშაულია!
image

ყოველთვის მხარს ვუჭერდი საპატრიარქოს მაგრამ კოვიდტერორზე დუმილი დანაშაულია!
გახსოვთ რამდენიმე დღის წინ, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი2-ზე განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში. ცერცვაძეს ეს არ დასიზმრებია, სავარაუდოდ, კანონპროექტი არჩევნების დამთავრებამდე გააჩერეს...
ბავშვებს გაკვეთილზე პირბადის ტარებას ავალდებულებენ, აუცრელ სტუდენტებს აუდიტორიებში არ უშვებენ, სამსახურები აუცრელი დასაქმებულების დისკრიმინაციას ახდენენ, დღეს გამყრელიძემ განაცხადა, რომ 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციას იწყებენ...
როგორც ვხედავთ, სინოდის განჩინებასაც და პატრიარქის წერილსაც ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ თავზე გვახევენ!
ჰოდა, ვირ–უსოლოგებმა და ხელისუფლებამ კიდევ რა მავნებლობა უნდა ჩაიდინონ, რომ საპატრიარქომ არსებულ კოვიდტერორზე განცხადება გააკეთოს? თითზე ჩამოსათვლელი იერარქების გარდა, ხმას არავინ არ იღებს, მათ შორის არც მოსაყდრე მეუფე შიო...
როდესაც მგელი ფარას ცხვრებს სტაცებს და მხოლოდ გაკრული აბრა: "მგელო შეჩერდი", არ შველის, მწყემსი ვალდებულია ნებისმიერი იარაღით დაიცვას თავისი ფარა!
ბევრს არ მოეწონება ეს განცხადება, მაგრამ მე ორი ავტორიტეტი მყავს მხოლოდ, უფალი და სიმართლე!
ზვიად ტომარაძე 5/10/2021
0
104
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0