x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა
image


#14-ე დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო მჭედლიშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია დედოფლისწყაროს ტელევიზიას კომისიის წევრებმა და ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.


ნინო მჭედლიშვილს კოვიდ 19 დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურში დაუდასტურდა. იმხანად ვირუსით კომისიის რამდენიმე თანამშრომელი დაინფიცირდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნინო მჭედლიშვილს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა არ ჰქონდა გაკეთებული. საოლქოსა და გარდაცვლილის ოჯახშიც ადასტურებენ, რომ ის ვაქცინირებული არ იყო.


მჭედლიშვილი კოვიდგართულებით მძიმე მდგომარეობაში თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. რის გამოც ბოლო ხანს საარჩევნო პროცესში ვერ მონაწილეობდა. მის მოვალეობას თვითმმართველობის არჩევნებზე მოადგილე ახორციელებდა.



კომისიის თავმჯდომარე სხვადასხვა თანმხლებ დაავადებებს უჩიოდა.


ნინო მჭედლიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

0
645
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0