x
image
მადამ ფისუნია
ნატურმორტის ისტორიიდან

image

ნატურმორტს ხელოვნებაში უსულო საგნების გამოსახულებას უწოდებენ. სიტყვა “ნატურმორტი” ფრანგული წარმოშობისაა და “მკვდარ ბუნებას” ნიშნავს. მისი სახელწოდება ინგლისურად და გერმანულად ჟღერს როგორც ” წყნარი ცხოვრება”. ამ სახელწოდებაში ხაზგასმულია, რომ ნატურმორტი იმ უბრალო საგნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – ჭურჭელი, ხილი, ყვავილები და სხვა. ნატურმორტი სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრია.


თუ ჩვენს მზერას შორეულ წარსულს მივაპყრობთ, დავინახავთ, რომ ძველი ეგვიპტელები და ძველი ბერძნები ხშირად გამოსახავდნენ მიწის ნაყოფს, ნანადირევს, ზღვის ნობათს, სხვადასხვა ყოფით საგნებს და მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ნივთებს. ეს ტრადიცია ძველ რომშიც გაგრძელდა, ოღონდ აქ მხატვრები სილამაზისთვის, დეკორატიული მიზნებისთვის გამოსახავდნენ ნატურმორტის დეტალებს სასახლეებსა და ვილების კედლებზე. ეს დეტალები ისეთი ოსტატობითაა შესრულებული, რომ ხილი თუ ყვავილები ცოცხალი გვეჩვენება.

შუა საუკუნეებში, როცა მხატვრობა ძირითადად რელიგიური ხასიათისა იყო, ნატურმორტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, თუმცა ფრაგმენტების სახით იგი მაინც გვხვდება რელიეფებზე, ეკლესიების მოხატულობასა თუ ცალკეულ სურათებში.

სრულიად ახალი დატვირთვ ა შეიძინა ნატურმორტის ხელოვნებამ XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს წყალობით. მის სურათებში “ჩუმი ცხოვრება” სრულიად დამოუკიდებელი გახდა, ის აღარ იყო ფრაგმენტის სახით ჩართული სხვა ჟანრის ნაწარმოებში. ეს უდიდესი სიახლე იყო ხელოვნებაში.

ნამდვილ აყვავებას ნატურმორტმა XVII საუკუნის ჰოლანდიაში მიაღწია. ამ ეპოქაში გაჩნდნენ მხატვრები, რომლებმაც ნატურმორტი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ თემად გაიხადეს. ნატურმორტს პოპულარობა XX ს.-შიც არ დაუკარგავს.

0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0