x
image
მადამ ფისუნია
პლაგიატიზმი თუ ინსპირაცია?
image

პატარა ცნობას გავაკეთებ იმ კორეული სერიალის შესახებ, ძაან ჰაიპში რომაა ამ ბოლო დროს და ჩემს მსგავსად ალბათ ყველამ უკვე ნახეთ. კალმარის თამაში.

პირველ რიგში, ვიტყვი რომ ცუდი არაა. პირიქით კარგიც კია .

მაგრამ პირველი რაც არ მომეწონა არის ის რომ მასში დავინახე პლაგიატიზმის კვალი.


ნუ ალბათ ამას ინსპირაციით "აპრავებენ" ახლა რეჟისორები თუმცა მე მომეჩვენა რომ ცოტა არ იყოს და იაპონელების ხარჯზე გადაიღეს ეს სერიალი.

რა საკვირველია მთლიანად არა, თუმცა ფუნდამენტალური იდეა - რომ ადგილობრივი კულტურის ბავშვური თამაშები სასიკვდილო თამაშებად აქციო იგივე აქვს. და ეს ფილმია ღმერთების სასტიკი ნება.

ალბათ ბევრს ჩინური ჩუნგა ჩანგის ფილმიც გაგახსენდათ, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად სანახავთა სიაშია.

და კიდევ სამეფო ბრძოლა ტაკეში კიტანოს მონაწილეობით, თუმცა ღმერთების სასტიკი ნება ის ფილმია რომელიც მე პირადად პირველი გამახსენდა ამ სერიალის ყურებისას.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. უყურეთ აზიურ ფილმებს მოეშვით ჰოლივუდურ ნაგავს და გადაეშვით განსაკუთრებულ სამყაროში.

ველოდები ახალ სეზონს... ნაკლები პლაგიატიზმით...

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0