x
image
ლანა92
გაიცანით ტომი, რომლის ქალებიც ახალშობილ შინაურ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ
image



ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს ავას ტომი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ხალხია. მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის. ავას ტომი ეწევა მომთაბარე ცხოვრებას. ავას ტომის წევრები მუდმივად გადაადგილდებიან, ბავშვებთან, მოხუცებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად.

ავას ტომი გაქრობის პირას იყო იმის გამო, რომ ევროპელმა კოლონისტებმა დაიმონეს ისინი და რანჩოს მფლობელებმა, მოიპარეს, მიისაკუთრეს მიწა, სადაც ველური ადამიანები ცხოვრობდნენ. ავას ტომის ხალხი ცხოვრობს ჯუნგლებში, ტყეებთან ჰარმონიით. ავას ტომის ოჯახების უმრავლესობას მოშინაურებული ჰყავთ გარეული ცხოველები, რომელთაც ქალები, ახალშობილი ბავშვების მსგავსად, ძუძუთი კვებავენ, სანამ არ გაიზრდებიან.

დასტურად იხილეთ ფოტო:

image

გადაღებულია ფოტოგრაფ დომენიკო პულეზეს მიერ.

დომენიკო პულეზე გახდა ის ერთ-ერთი იღბლიანი, რომელსაც ჰქონდა ავას ტომის ხალხთან ცხოვრების შესაძლებლობა. იგი ავას ტომის ხალხს პირველად შეხვდა 2009 წელს. ფოტოგრაფი იხსენებს ამ შემთხვევას და ველურების პირველი რეაქციის შესახებ წერს.

"მათ ნავის ძრავის ხმა რომ გაიგეს, მდინარის ნაპირზე ჩავიდნენ", - იხსენებს ფოტოგრაფი. -ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი".

ფოტოგრაფი ავას ტომის დაცინვის მიზეზიც კი გახდა დაახლოების მერე, ანუ მოგვიანებით. მათ გაუკვირდათ ის, რომ ზრდასრული ადამიანი ოჯახის გარეშე, მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა, არ იყო დაქორწინებული. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია ავას ტომელებისათვის. აქ არა მხოლოდ ოჯახის წევრები იგულისხმება, არამედ შინაური ცხოველები. ეს უკანასკნელნიც ეხმარებიან ველურ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ საქმეებში, როგორიცაა კაკლის გატეხვა და მაღალი ხეებიდან ხილის ჩამოგდება, კრეფა.

ავას ტომის ოჯახებს მოშინაურებული ჰყავთ გარეული ღორები, ციყვები, თუთიყუშები და მსხვილი მღრღნელები (აგუტი), მაგრამ მათი საყვარელი შინაური ცხოველი მაიმუნებია.

პრიმატები (მაიმუნები) ავას ტომელებისათვის ძირითადი საკვების წყაროა, მაგრამ თუ ახალშობილი იკვებებოდა ძუძუთი, არის ავას ტომელი ქალის ძუძუთი კვებით აღზრდილი, მაშინ არასოდეს დაკლავენ ასეთ ცხოველს. უფრო მეტიც, თუ ავას ტომის ქალის ძუძუთი აღზრდილი მოშინაურებული გარეული ცხოველი დაუბრუნდება ტყეს, ტომი მას აღიარებს, როგორც "ჰანიმას" - ოჯახის ნაწილს.

ავას ტომელები ახალშობილ მაიმუნსა და ციყვს კვებავენ ზუსტად ისე, როგორც თავიანთ ბავშვებს, ანუ ძუძუთი. ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან, უფრო მეტიც შერწყმული არიან პირველყოფილ სილამაზესთან.

image

imageimage




image


image


image


0
315
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0