x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნარკომანმა დედამ სამი შვილი მოკლა

image

საშინელი ტრაგედია დატრიალდა პოლონეთის ქალაქ ლუბლინეში, ახალგაზრდა დედამ დაახრჩო სამი შვილი-რომელთა ასაკი 8 თვიდან 4 წლამდე იყო. ამის შესახებ იტყობინება პოლონური გამოცემა wiadomosci.wp.pl.


რვა თვისა და ორი წლის გოგონას, ასევე ოთხი წლის ბიჭის ცხედრები ბებიამ მათთან სტუმრობისას აღმოაჩინა. ბავშვები საწოლში უკვე გარდაცვლილი იყვნენ.ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მუშაკებმა მხოლოდ ბავშვების სიკვდილი დაადასტურეს.

image


- სამივე - ალანი, ლენა და 8 თვის ნადია - საწოლზე გაშლილად იყვნენ მიწოლილები. მან სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი მივიდა. როგორც მაშველებმა, ასევე პოლიციამ ჩაატარა რეანიმაცია.მაგრამ უშედეგოდ "-განაცხადეს ლუბლინიეს პროკურატურაში.

image

დამწუხრებულმა დედამ, 26 წლის პაულინა ნ.-მ სამართალდამცავებთან დაკითხვის დროს აღიარა დანაშაული, იგი დააკავეს. თითოეული მკვლელობისთვის მას ახლა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალგაზრდა ქალს ადრე ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა, როგორც დადგინდა, მკვლელობის დროს ის არ იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

image

პაულინა ნეიროფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადააგზავნეს კვლევისთვის.მას დაენიშნა დაცვა.

აღინიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ქალი მუდმივად აქვეყნებდა ბავშვების ფოტოებს და წერდა: თუ როგორ უყვარს შვილები და აფასებს მათ.



0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0