ექსპერტები "ის უფრო ავანტურისტია,ვიდრე პოლიტიკოსი"-რუსმა სენატორმა სააკაშვილის ქმედებები შეაფასა 2021, 2 ოქტომბერი, 9:38 რუსი სენატორი დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრეზიდენტს თავიდანვე გათვლილი აქვს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება. -საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით არის გაკეთებული, -მიიჩნევს რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი. ფედერაციის საბჭოს წევრმა მას ავანტიურისტი უწოდა, რომელსაც "სახალხო მღელავრების გამოწვევა სურს". "უფრო ავანტიურისტია ვიდრე პოლიტიკოსი: სააკაშვილი დაბრუნდა - ვეღარ გაუძლო. იგი დააპატიმრეს. გამართლდება თუ არა მისი ჩანაფიქრი თუ ის იქნება ციხეში?ეს არის საქართველოს პოლიტიკურად აფეთქების მცდელობა", - წერს პუშკოვი Telegram-ში სენატორის აზრით, სააკაშვილს თავიდანვე აქვს იმედი, რომ ქართველები "მას ციხიდან ხელში აყვანილი, მხიარული ყიჟინის ფონზე გამოიყვანდნენ". და ის იქნებოდა ქვეყანაში პოლიტიკოსის ახალი "კურთხევის" სიმბოლო. თუმცა, პუშკოვს მიაჩნია, რომ სიტუაცია სხცაგვარად განვითარდება. "მაგრამ "ფოკუსი" შეიძლება ჩაიშალოს და ფაკირმა ვეღარ გაიაროს კედელში. თუმცა, თუნდაც მომავალში ტუსაღობის პერიოდში ყოფნისას, მას შეუძლია ამა თუ იმ გზით მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ განლაგებაზე", - დაასკვნა სენატორმა. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მისამართზე რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებულია. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია. სახლი ამ დროისთვის დალუქულია. წუხელვე მიხელ სააკაშვილმა წარადგინა ახალი ცოლი-30 წლის ლიზა იასკო, (მთავარ ფოტოზე)30 წლის პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” წევრი, მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.ოქსფორდის სკოლის საჯარო მაგისტრი.დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. 2014 წლის იანვარში, მაიდანის დროს დაუკრა კიევში, გრუშევსკის მოედანზე მოწყობილ ბარიკადებზე. 212 1-ს მოსწონს
|