x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უღირსებობის აპოგეა ქართულ პოლიტიკაში, ხალხი რომელიც პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული

image დილიდანვე აჟიოტაჟია ქართულ მედია სივრცეში არიქა, მიშა ჩამოვიდა ბათუმშიო და ყოველივე ამას საშინელი ხარისხის ვიდეოს ურთავენ იმის დასტურად, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბათუმშია.
მოდით მივყვეთ ლოგიკას, მიშამ 17-ჯერ გადააგდო მისი მხარდამჭერები როცა 17-ჯერ დაპირდა მათ საქართველოში დაბრუნებას. მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები ისე შეაწუხა მისმა დაპირებებმა რომ რიგრიგობით აკითხავდნენ უკრაინაში იმის გასარკვევად თუ როდის აპირებდა რეალურად პრეზიდენტყოფილი საქართველოში დაბრუნებას, თარიღები იცვლებოდა მიშა კი უკრაინაში რჩებოდა.
აქ მეორე საკითხიცაა, პრეზიდენტყოფილი არ გამოირჩევა მყარი ფსიქიკით და ეს გამოჩნდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ჰალსტუხით "ჩაიტკბარუნა" პირი. გორში მისი უაზრო გაქცევაც გემახსოვრებათ თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე.
უკრაინაში მისი საქციელიც გემახსოვრებათ როცა შენობის სახურავზე ამძვრალი გადმოხტომით იმუქრებოდა, თუმცა როცა ძალოვნები ავიდნენ მასთან ეგრევე ჩაბარდა.
საქმე გვაქვს უდაოდ ნიჭიერ, მაგრამ გაუწონასწორებელი ბუნების და ფსიქიკის ინდივიდთან, რომელსაც ვაჟკაცობის ნატამალი არ გააჩნია, ხოლო მისთვის სიტყვის ფასი ცარიელი სივრცეა.
მიშა ისტორიაში შევა როგორც კარგი რეფორმების დამწყები პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო საკუთარ ხასიათს და საკუთარ შეხედულებებს მოარგო რომლის გამოც სახელმწიფო იქცა ერთ დიდ ციხედ, სადაც კანონი და კანონიერება სადღაც გააქრეს, თავისუფლებას რკინის გალიაში უკრეს თავი და უსამართლო პროკურატურა-სასამართლოს პარალელურად საშინელი პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, სადაც დამნაშავე ძლოვანი მუდამ მართალი გამოდიოდა.
მეორეს მხრივ კი დაფიქსირდა ფაქტი, ნაციონალური მოძრაობა რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში არჩევნების წინა დღეს დაკავებულია არა არჩევნების თემაზე საუბრით, არამედ ფეიკის გავრცელებით და საზოგადოებისათვის "ფეიკ ნიუსის" თავზე მოხვევით.
ერთნი აცხადებენ რომ ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრნენ მიშას, მეორე ჯგუფი მტკიცებულებით ფორმაში ამბობს რომ მიშა ბათუმშია (მიუხედავად იმისა რომ არ უნახავთ), მესამე ჯგუფი თაკო ჩარკვიანის ხელმძღვანელობით დუმს (არა და ეს ქალბატონი იღებდა თავის თავზე მიშას უსაფრთხოების დაცვას მხარდამჭერებთან ერთად მისი ჩამოსვლის შემთხვევაში).
მურმან დუმბაძე უფრო შორს წავიდა როცა განაცხადა: ხვალ, ამა და ამ დროს გამოჩნდება მიშაო. გამოჩნდება რა პრობლემაა ოღონდ ისევ ფეიკი ვიდეოთი და ისევ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი.
ერთი სიტყვით ქართულ პოლიტიკურ ველზე დიდი დომხალია არჩევნების წინა დღეს. ერთი რამ ცხადია, მელიას ჯგუფსა და მიშას ჯგუფს შორის დაპირისპირება არჩევნების მერე გარდაუვალია არჩევნების შედეგების დადების მერე, რადგან მიშას და მისი მომხრეების მიერ გავრცელებული ეს ფეიკ ვიდეო აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე.

0
338
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
338