x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
10 უცნაური და საინტერესო ფაქტი ძველი რომის შესახებ

I. პომპეიში, ადამიანების უმრავლესობას, სახლში სამზარეულო არ ჰქონდა. მზა კერძების შეძენა კი, — «popinae»–ში შეიძლებოდა. ეს მზა კერძების და სწრაფი მომსახურების მაღაზია იყო, რომელშიც იმ დროს არსებული, ყველა სახის კერძი იყიდებოდა: ბურღულეულის ფაფიდან დაწყებული — ხორცის და ბოსტნეულის ჩახოხბილით დამთავრებული.


imageსწრაფი კვების ობიექტი ძველ რომში


II. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ძველ რომში არ არსებობდა ციფრი «ნული». გადმოცემის თანახმად, თავად არისტოტელე ამბობდა, რომ ნულს არანაირი აზრი არა აქვს, რადგან არ შეიძლება მისი გაყოფა და მასზე გაყოფა.


III. ნერონი შემოქმედებითი ნიჭით დაჩილდოვებული დამიანი იყო: წერდა ლექსებს, მუსიკას და მღეროდა კიდეც. როდესაც ის კონცერტს ატარებდა, მაყურებელს დარბაზის დატოვების უფლება არ ჰქონდა. აკრძალვა იმდენად მკაცრი იყო, რომ ფეხმძიმე ქალებს ბავშვის გაჩენა, პირდაპირ წარმოდგენის დროს უხდებოდათ. რომაელი ისტორიკოსის და მწერლის სვეტონიუსის გადმოცემით, ზოგიერთი ადამიანი იმპერატორის ხანგრძლივი კონცერტებისგან იმდენად იღლებოდა, რომ თავს იმკვდარუნებდა, რომ მისი სხეული კონცერტიდან გაეტანათ.


image


IV. ძველ რომში საათის ხანგრძლივობა ზამთარში 45 წუთი, ხოლო ზაფხულში — 75 წუთი იყო. რადგან ზამთარში მალე ღამდება, რომაელებმა დროის ეფექტურად განაწილების მიზნით, დროის ათვლის ზაფხულის და ზამთრის სისტემა შემოიღეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რომაელების მოგონილი არ არის — მათ ის, ძველი ეგვიპტელებისგან გადმოიღეს.


V. ძველ რომში ძაღლებს ადამიანებივით კრძალავდნენ, საფლავზე ქვასაც ადებდნენ და ეპიტაფებსაც კი აწერდნენ. მაგ., ასეთს: «თვალცრემლიანმა, ხელზე დასვენებული შენს სამუდამო განსასვენებელში მოგიყვანე, ისე როგორც, 15 წლის წინ, შეგიყვანე ჩემს სახლში».


image


VI. სამხედრო ლაშქრობების დროს, რომაულ კარვებში 10 მეომარი ერთად ცხოვრობდა, ხოლო ათეულის უფროსს «დეკანს» ეძახდნენ, რაც ლათინურად «ათეულის უფროსს» ნიშნავს.


VII. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ საგვარეულო სახელებს არქმევდნენ. მაგ., ტერცია, ტერციების გავრიდან და ნომერს ანიჭებდნენ: ტერცია (მესამ), ტერცია (მეოთხე)...


image


VIII. რომაელი ჯაშუშები, უხილავი მელნის ნაცვლოდ, შარდს იყენებდნენ. ისინი მესიჯებს ხილულ სტრიქონებს შორის წერდნენ. ხოლო, ფარული ტექსტის წაკითხვა მხოლოდ ფურცლის გათბობით იყო შესაძლებელი. სწორედ აქედან წამოვიდა, «სტრიქონებს შორის კითხვის» გამოთქმა.


IX. რომაელი გლადიატორები ისეთივე სპორტსმენები იყვნენ, როგორც ჩვენს დროში, პროფესიონალური სპორტით დაკავებული ნებისმიერი ადამიანი და ბრძოლებშიც იშვიათად იღუპებოდნენ. გლადიატორული ბრძოლები რომაელების საყვარელი შოუ იყო, ხოლო თავად გლადიატორები, თავისი დროის ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ.


image


X. ძველ რომში თვლიდნენ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს წამწამები სცვიოდათ. ამიტომ, სუსტი სქესის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ წამწამებზე და მას იპრეხდნენ, რომ იმაზე გრძელი და ხშირი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო.


image


არხის სხვა სიახლეები:


მედიკოსებმა ადამიანთა ჯგუფი დაასახელეს, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს


2021 წლის ფოტოკონკურსზე წარდგენილი ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

0
400
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0