სხვა აი, როგორ ხდება ქურდის სასტიკი დასჯა ირანში შარიათის კანონის მიხედვით 2021, 30 სექტემბერი, 13:32 ირანის ისლამურ რესპუბლიკას ქურდობასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, რომელიც საკმაოდ სასტიკია, თუმცა ქვეყანაში ქურდობის შემთხვევები პრაქტიკულად არ არის. შარიათის კანონის თანახმად, ირანში ქურდობა "ხელის მოჭრით" ისჯება. პირველი ქურდობისთვის მარჯვენა ხელის ოთხ თითს აჭრიან, მეორისთვის კი - მარცხენა ფეხის ტერფის ნახევარს. ასეთ სიტუაციაში ადამიანები არამც თუ დიდ, არამედ წვრილმან ქურდობასაც კი ვერ ბედავენ. აი, ასე ხდება დამნაშავეთა დასჯა ისლამურ რესპუბლიკაში. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ფოტოები შეიძლება მოგეჩვენოთ უსიამოვნო და თავზარდამცემი.სასჯელის აღსრულება როგორც წესი, მოედანზე ხდება, სადაც ბევრი მაყურებელი იკრიბება.დამნაშავეს ჯერ ხელს უბუჟებენ და თვალებს უხვევენ.გილიოტინასთან ექიმი სისტემატურად მორიგეობს, რომელიც დამნაშავისთვის დახმარების აღმოჩენას მყისიერად ცდილობს, უმუშავებს მას ჭრილობას და უჩერებს სისხლს.ყველა სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯაც, ბრბოს თვალწინ ხდება, რათა ადამიანები კანონის დარღვევამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ.1000 შეფასება არ არის |