x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პაკარდის" 8 კარიანი უნიკალური მოდელი,რომელიც დღემდე შემორჩა
image

მანქანების დაგრძელება ყოველთვის პოპულარული იყო როგორც პროფესიონალ ავტოსალონებში, ასევე ჩვეულებრივი ავტოფარეხის ხელმარჯვე ხელოსნებში, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან უჩვეულო ავტომობილზე, რომელიც გამოჩნდა 1941 წელს.


ეს არის Packard 90, ასევე ცნობილი როგორც Super Eight, მაგრამ ორიგინალ ქარხნულზე გრძელია. "მხოლოდ" 670 მილიმეტრით ანუ 22 ფუტით. მას ასევე აქვს რამდენიმე დამატებითი კარი.

image


"პაკარდის" ეს დამატებითი კარები უზრუნველყოფს თავისუფლად ჩასხდომას ოთხივე რიგში. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ქარხნული ვერსია. ქარხნის კორპუსების მაქსიმალური სიგრძე იყო 7.6 მეტრი იყო, ეს კი 67 სანტიმეტრით მეტია.


ქარხნული ვერც იქნებოდა უფრო მეტი, რადგან შეღებვის კამერაში უფრო გრძელი ავტომობილი ფიზიკურად ვერ ეტეოდა.ეს იყო ლიმიტი.


image

ამიტომ, სპეცშეკვეთებზე მუშაობდა კომპანია Henney, მათთის ყველაზე საყვარელი Packard-ის ძარა იყო. მის საფუძველზე აკეთებდნენ სხვადასხვა არასტანდარტულ ლიმუზინებს და სედანებს, სასწრაფო დახმარების და სარიტუალო მომსახურეობის მანქანებს, ხანდახან პიკაპების შეკვეთასაც იღებდნენ.


12 ადგილიანი "პაკარდი", რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, თავდაპირველად შეიქმნა აეროპორტში მგზავრების თვითმფრინათან გადასაყვანად, მაგრამ იქ ცოტა ხანი იმუშავა. 1941 წლის ბოლოს, მანქანა შეიძინა ტურისტულმა სააგენტომ Smokey Mountain Tours- მა და იყენებდა სამოციანი წლების ბოლომდე.

image

image

მთებში ლაშქრობისთვის ეს რვა კარიანი "პაკარდი" სრულყოფილი იყო. დაბალ სარქველიანი რვაცილინდრიანი ძრავა (356 cid) გამოირჩეოდა აუჩქარებლობით, მაგრამ მაღალი გამწეობით. გადაცემათა კოლოფი იყო სამ სიჩქარიანი, მექანიკური, გრძელი დიაპაზონით. ეს ყველაფერი იდეალურად შესაფერისი იყო მთაში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.

image

გადასახდელი სახურავი შესაძლებელობას იძლეოდა ტურისტები მთის ულამაზესი ხედებით დამტკბარიყვნენ და თუკი ტურისტებს მოუწევთ გასვლა, მაგალითად, სადამკვირვებლო ბაქანზე, მაშინ მათ განკარგულებაში იყო რვა კარი, ოთხ-ოთხი ორივე მხრიდან.

imageimage


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ დღემდე შემორჩენილი უნიკალური ავტომობილის რესტავრაცია დაიწყო. იგი რამდენიმე ათეული წელი იდგა ფარდულში, რის შემდეგაც იგი აუქციონზე გაიტანეს და გადაეცა ახალ მფლობელს. 2016 წელს დაიწყო რესტავრაციის ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ცნობილია, ის ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ რაც მთავარია, პროექტი გრძელდება და ალბათ მალე დასრულდება.

image

"პაკარდი" ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ბრენდია, რომელიც დღეს აღარ არსებობს. სწორედ მის გამო დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა კონკურენტებთან ბრძოლაში, 1958 წელს კომპანიამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი.(ცნობისთვის-საბჭოთა პერიოდში თბილისის სათამაშოების ფაბრიკა "სიხარული" სხვებთან ერთად სწორედ Packard -ის მინი-მოდელებით ახარებდა ბავშვებს.)

0
710
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0