სხვა
საზიზღრობა: ასე გამოიყურებიან ისინი, ვინც გოგონების მდიდრული ცხოვრების სტილს აფინანსებს
2021, 28 სექტემბერი, 15:23
სწორი მოტივაცია - განვითარების გასაღებია! თუ თქვენს შვილს სწავლის სურვილი არ აქვს და განათლების მიღებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, უბრალოდ აჩვენეთ მას ეს ფოტოები. სწორედ ისინი დაანახებენ მას წარმატებული მომავლის მთელ არსს და დღევანდელი ახალგაზრდობის მორალურ პრინციპებს. აღნიშნულ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ მილიონერები და უბრალოდ შეძლებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სფეროში არნახულ წარმატებას მიაღწიეს და ახლა შეუძლიათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ნებისმიერი გოგონა აირჩიონ. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, სწორედ ასეთია დღევანდელი რეალობა.
გგონიათ, ამ ლამაზ გოგონებს კომპანიონობას ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ასეთი სიმპათიური ბიჭები უწევენ?
ცდებით, სწორედ აი, ასე გამოიყურებიან ის "მამიკოები", ვინც ახალგაზრდა გოგონების ყველა კაპრიზსა და აკვიატებას აფინანსებენ. არ მსურს იმ ახალგაზრდა ლამაზმანების იმედგაცრუება, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო სავაჭრო დედაქალაქებსა და მდიდრულ ტროპიკულ სანაპიროებზე ჯადოსნურ მოგზაურობაზე ოცნებობებენ, მაგრამ იცოდეთ რომ "ტკბილ" და უზრუნველ ცხოვრებას კომპლექტში სწორედ აი, ასეთი თანმხლები პირებიც მოჰყვებიან.
რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი ზუსტად 5 იყვნენ, აქ ისინი უბრალოდ მაგალითის სახით არიან მოცემული. მაგრამ 100 -დან 99 შემთხვევაში, ახალგაზრდა ლამაზმანების უდარდელ ცხოვრებას სწორედ ასეთი კაცები აფინანსებენ.
უტრირებულად, ამას შეიძლება ერთგვარი გარიგებაც კი ვუწოდოთ. თავად ნახეთ. შეძლებული ასაკოვანი მამაკაცები მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, სიმდიდრისა და ქონების დასაგროვებლად მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, ახლა კი ისინი თავიანთი მომხიბვლელი თანამგზავრების ახალგაზრდობასა და სილამაზეს ყიდულობენ, რომელთა უმეტესობასაც "დროებითის" სტატუსი აქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ არც გოგონები რჩებიან წაგებული. ისინი ხომ თავიანთ სხეულს დამქანცველი ვარჯიშებით, ათასგვარი კოსმეტიკური მანიპულაციებითა და მოსაწყენი დიეტებით ამაოდ არ ტანჯავენ. ნათელია, რომ ახლა მათ თავიანთი გაღებული ძალისხმევისთვის სათანადო "დაფასებაც" სჭირდებათ.
მართალია, ყველას თავისი გზა აქვს, და არავის აქვს ვინმეს განკითხვის უფლება, თუმცა შემდეგ ჯერზე, როცა შურით შეხედავდეთ გლამურული გოგონების მდიდრულ ფოტოებს, იცოდეთ თუ რა გზით მიაღწიეს მათ ამას, და გსურთ თუ არა თქვენც ასეთი უზრუნველი ცხოვრება?