საბუნებისმეტყველო 3 ბიოლუმინესცენციური ცხოველი და მწერი, რომელსაც ნათების საოცარი უნარი აქვს 2021, 28 სექტემბერი, 15:06 ![]() ცოცხალ ორგანიზმთა სახეობები, რომელთაც შუქის, ნათების გამომუშავების უნარი აქვთ, ცნობილია, როგორც ბიოლუმინესცენციური არსებები. ნათება ეხმარება მათ, რომ მიიზიდონ მეწყვილეები, პარტნიორები; მოიპოვონ ნადავლი და შეაშინონ მტაცებლები. ლუმინესცენციური ცხოველები და მწერები ანათებენ იმის წყალობით, რომ მათი ორგანიზმი გამოიმუშავებს სინათლისგამომცემ ნაერთს, რომელსაც ლუციფერინი ეწოდება. მაშ, ასე, 5 ყველაზე ცნობილი ბიოლუმინესცენციური არსებაა: 1. ციცინათელა ![]() ციცინათელები ანათებენ პარტნიორისა და მსხვერპლის მისაზიდად. არსებობს ციცინათელების 2 000-მდე სახეობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია ნათება. ციცინათელა 0.5-2.5 სმ.-მდე იზრდება.
2.მედუზა-გვირგვინი, იგივე ატოლის მედუზა ![]() ბინადრობს ოკეანეებში. მედუზა-გვირგვინის მსხვერლზე თავდასხმისას მის ორგანიზმში ინთება ციმციმები, რაც მტაცებლებს იზიდავს. 3.ლოკოკინა Clusterwink
![]() ეს პატარა ლოკოკინა ბინადრობს ავსტრალიის ოკეანეებში. ნათება ეხმარება მტაცებლების ყურადღების გადატანაში. ლოკოკინა შუქს ანთებს და აქრობს ყოველ ჯერზე, როცა მტაცებლების შეეშინდება. 97 შეფასება არ არის
|