მსოფლიო 10 შოკისმომგვრელი წესი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეუღლემ იძულებულია რომ დაიცვას 2021, 27 სექტემბერი, 23:14 ჩრდილოეთ კორეა მთელ მსოფლიოში თავისი სიმკაცრით არის ცნობილი, და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც იდეოლოგიის "რკინის ხელი" ყელში მხოლოდ საშუალო და დაბალ კლასს უჭერს, ჩრდილოეთ კორეაში ეს ხელი ყველას ერთნაირად გუდავს, ჩვეულებრივი ფერმერით დაწყებული პირველი რანგის ჩინოვნიკით დამთავრებული. გადარჩენის შანსი არავის აქვს, არც თავად "რკინის ხელის" მეუღლეს, კიმ ჩენ ინის მომხიბვლელ ლი სოლ ჩჯუსაც კი.1. ჩრდილოეთ კორეაში 16 თებერვალს თქვენ ქორწინების უფლება არ გაქვთ, ვინაიდან ამ დღეს ყველა ვალდებულია ამჟამინდელი მმართველის კიმ ჩენ ინის, გარდაცვლილი მამის, კიმ ჩენ ირის დაბადების დღე აღნიშნოს. ამ დღეს, ქვეყნის ყველა მოქალაქე მოვალეა ტრადიციულ კორეულ სამოსში გამოეწყოს და ლიდერის ძეგლთან ყვავილები მიიტანოს. სხვათაშორის, ეს კიმ ჩენ ინის მეუღლესაც ეხება.2. ლი სოლ ჩჯუმ თავისი ქმრის პროგრესული და თანამედროვე მხარე უნდა განასახიეროს, ამიტომ ის ჩაცმულობაში უპირატესობას (შედარებით) თანამედროვე დასავლურ სტილს ანიჭებს, ხოლო აი, მისმა დამ კი, პირიქით, ტრადიციული შეხედულებები უნდა დაიცვას.3. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლი სოლ ჩჯუს საკუთარი მშობლების მონახულებაც კი არ შეუძლია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას ეს მკაცრად ეკრძალება, ზოგის თქმით კი, საკმაოდ რთულია სახლიდან გასვლა და საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად წასვლა. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, ლი სოლ ჩჯუ თავის ოჯახს პრაქტიკულად ვერც ხედავს.4. ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის, საზოგაოდების წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება იშვიათად აქვს. ადგილობრივი წესების თანახმად, ქვეყნის პირველმა ქალბატონმა და მისმა შვილებმა საიდუმლო ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, რათა თავიდან ზედმეტი სპეკულაციები და ჭორები აიცილონ.5. უსაფრთხოების ოქმების მიხედვით, პირველი ლედის გადაადგილება დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება. ასე რომ მისი მოძრაობა სერიოზულად არის შეზღუდული, ქვეყნის პირველ ლედის დასწრება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე შეუძლია.6. პირველი ლედი საკუთარ მეუღლესთან ერთად სამგლოვიარო ღონისძიებებს ხშირად ესწრება, რაც ბევრ ქვეყანაში მიღებული არ არის.7. ლი სოლ ჩჯუსა და კიმ ჩენ ინს 8 წლის ვაჟი, კიმ ჩჯუ ე. ჰყავთ. ზოგადად, ქორწინების შემდეგ გოგონას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა: პირველ რიგში, ის 9-12 თვის განმავლობაში უნდა დაორსულებულიყო. მეორეც, ბავშვი აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო, რათა ქვეყანა მემკვიდრეობით გადაცემოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერსა და მის მეუღლეს ორი უფროსი ქალიშვილიც ჰყავთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია, დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი რომ წყვილი ვაჟს – კიმ ჩჯუ ე. –ს ზრდის.8. ლი სოლ ჩჯუს მთელი წარსული ცხოვრება – განათლება, წარსული ურთიერთობები, კოლეჯში ცხოვრების დეტალები და ოჯახური კავშირები მკაცრად არის გასაიდუმლოებული.9. გავრცელებული ჭორების თანახმად, ლი სოლ ჩჯუ ადგილობრივი პოპ – ჯგუფის წევრი იყო, თუმცა დღესდღეობით ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან კიმ ჩენ ინმა მისი მონაწილეობით ყველა კომპაქტ დისკისა თუ ჩანაწერის განადგურების ბრძანება გასცა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეელების მეხსიერების წაშლა არც ისე ადვილია, მსგავსი ჭორები გარკვეული პერიოდულობით ამიტომაც ვრცელდება.10. პირველი ლედი იძულებული იყო საკუთარ წარსულზე უარი ეთქვა, მათ შორის მომღერლის კარიერაზეც.874 შეფასება არ არის |